საქართველოში ქალი–ჩინოვნიკები კარიერაში გენდერულ ბარიერებს აწყდებიან

© photo: Sputnikქალი ტრანსპორტში
ქალი ტრანსპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ქალებისთვის  სამსახურებრივი კარიერის გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცებისთვის – ასეთია კვლევის შედეგები

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს საჯარო სექტორში უხილავი გენდერული იერარქია არსებობს, რომელიც მამაკაცებს უპირატესობას აძლევს, ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ომბუდსმენი: 2020 წელს უკვე სამი ქალი გახდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი

კვლევა ჩაატარა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში. გამოკითხვაში, რომელიც ასახავს საჯარო სამსახურში გენდერულ თანასწორობას, შრომის პირობებს, კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას, მონაწილეობა ათასზე მეტმა საჯარო მოსამსახურემ მიიღო.

გამოკითხვის თანახმად, 86% მიჩნევს, რომ სა რომ საჯარო სექტორში მამაკაცებს მეტი ძალაუფლება აქვთ, ხოლო 69% ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილზე  მამაკაცები უფრო დაფასებული არიან.

კვლევის შედეგების მიხედვით ასევე გამოვლინდა, რომ საჯარო მოხელე მამაკაცისა და ქალის კარიერული გზა განსხვავებულია, რაც დაკავშირებულია საქართველოს საჯარო სექტორში არსებულ გენდერულ უთანასწორობასთან.

ასევე კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო მოხელეების 66%-ის აზრით, თანაბარი პროფესიული კვალიფიკაციის პირობებში, მამაკაცებს ქალებზე უფრო მეტად ამჩნევენ.  ქალი საჯარო მოხელეები ასევე თვლიან, რომ უფროსები მათ მეტად საყვედურობენ და ნაკლებად სცემენ პატივს, ვიდრე მამაკაცებს. 

მშვიდობის ხიდზე - Sputnik საქართველო
საქართველომ გენდერული თანასწორობის რეიტინგში მეზობელ ქვეყნებს გაუსწრო

კვლევაში გამოყენებული იყო როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავდა ქალი და მამაკაცი საჯარო მოხელეების როგორც საფუძვლიან გამოკითხვას, ისე ფოკუს–ჯგუფებთან მუშაობას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.

გენდერული თანასწორობა საჯარო სექტორში  საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, განაცხადა ანგარიშის პრეზენტაციაზე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა. მისი სიტყვებით, დღეს საქართველოში მაღალი რანგის საჯარო მოხელეების 36%, მათ შორის გადამწყვეტ პოზიციებზე, ქალია. საქართველოს მთავრობაში 11 მინისტრიდან ხუთი ქალია, მინისტრის მოადგილეებს შორის კი 31%–ს ქალები წარმოადგენენ.

 „დღევანდელი კვლევა ადასტურებს, რომ საჯარო სექტორში ჩვენ უნდა  გავაგრძელოთ გენდერული თანასწორობის გაძლიერების კუთხით უფრო აქტიურად მუშაობა“, – განაცხადა აქიაშვილმა.

კვლევის მიზანია  ხელი შეუწყოს შესაბამის უწყებებს უთანასწორობის სისტემური და კულტურული წინაპირობების გამოვლენასა და სწორი პოლიტიკის განსაზღვრაში, რომელიც საჯარო სექტორში გენდერული თანასწორობის დანერგვას უზრუნველყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0