თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ გენდერული თანასწორობის რეიტინგში 74-ე ადგილი დაიკავა, ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ნონა გაფრინდაშვილი ქართველი, სომეხი და ბელარუსი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს >>
WEF-ის სპეციალისტებმა შეისწავლეს კარიერული ზრდისა და განათლების კუთხით მამაკაცებისა და ქალების მიღწევები და შესაძლებლობების დონე. ასევე გათვალისწინებულია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა.
კვლევამ 153 ქვეყანა დაფარა. გენდერული თანასწორობის მიხედვით, საქართველო აღმოჩნდა ბოტსვანას (73-ე ადგილი) და ტაილანდს შორის (75-ე ადგილი).
პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის აღნიშნულ რეიტინგში ყველაზე წინ აღმოჩნდა ესტონეთი (26-ე ადგილი).
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი 81-ე ადგილზეა, სომხეთი – 89-ე, ხოლო თურქეთი – 130-ე ადგილზე. აზერბაიჯანი ამ რეიტინგში ვერ მოხვდა.
გენდერული თანასწორობის მიხედვით პირველ სამეულში არიან ისლანდია, ნორვეგია და ფინეთი.
სიის ბოლოში არიან პაკისტანი, ერაყი და იემენი.
„გენდერული სხვაობის მსოფლიო ინდექსი“ 2006 წლიდან ქვეყნდება.