Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს საელჩო იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ წესებს აქვეყნებს

© REUTERS / GUGLIELMO MANGIAPANEიტალიელი პოლიციელები ნიღბებით
იტალიელი პოლიციელები ნიღბებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს საელჩო იტალიაში იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აცნობს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს ბრძანებულებას, რომელიც მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს ბრძანებულება – „მე ვრჩები სახლში“, დღეიდან ამოქმედდა, ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის ავრცელებს საქართველოს საელჩო იტალიაში.

იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი სამშობლოში უკვე დაბრუნდა>>

ბრძანებულება ძალაშია 3 აპრილამდე, მოქმედებს იტალიის მთელ ტერიტორიაზე და მოიცავს:

ყველა სახის საზოგადოებრივი შეკრება მკაცრად იკრძალება საჯარო ადგილებში ან საზოგადოებისთვის ღია ადგილებში.

კორონავირუსის საფრთხე - სამხედროები ნიღბებით მილანში - Sputnik საქართველო
საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

ადამიანების ყველა გადაადგილება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: დოკუმენტურად დასაბუთებული სამსახურებრივი საჭიროება; საგანგებო სიტუაციები; ჯანმრთელობის მიზეზები; სახლში ან რეზიდენციის ადგილას დაბრუნება.

ყველა ღონისძიება და სპორტული შეჯიბრება იკრძალება, გარდა დახურულ კარს მიღმა საერთაშორისო შეჯიბრებებისა.

ყველა სათხილამურო კურორტი დაკეტილია.

იტალიის პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, გაუქმებულია ყველა კულტურული, რელიგიური, სპორტული, გასართობი და სავაჭრო ღონისძიება; ბავშვთა აღზრდის ცენტრებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ყველა საქმიანობა შეწყვეტილია; ყველა სამოქალაქო და რელიგიური ცერემონია, მათ შორის დაკრძალვის პროცესია, შეწყვეტილია.

რომი - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ იტალიაში მგზავრობისგან

ბრძანება ასევე შეეხო ბარებსა და რესტორნებს. საქმიანობა ნებადართულია დილის 00:06 საათიდან 18:00 სთ-მდე იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციას დაიცავენ; დაიშვება ყველა სხვა კომერციული საქმიანობა იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციას დაიცავენ;

კვირის ბოლოს საშუალო და დიდი მაღაზიები, სპორტული დარბაზები, სპორტული ცენტრები, საცურაო აუზები, სპა–ცენტრები და გამაჯანსაღებელი კურორტები, რეკრეაციული და საზოგადოებრივი ცენტრები დაიხურება.

იტალიაში მცხოვრებ ქართველ ქალს კორონავირუსი შეეყარა>>

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 115 855 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. COVID 19-ის შემთხვევები მატულობს: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (8 042), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 500), გერმანიასა (1 281) და აშშ-ში (755). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 087 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 048 პაციენტი. 

ყველა ახალი ამბავი
0