Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

© REUTERS / FLAVIO LO SCALZOკორონავირუსის საფრთხე - სამხედროები ნიღბებით მილანში
კორონავირუსის საფრთხე - სამხედროები ნიღბებით მილანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
განსაკუთრებით ინტენსიური მუშაობა უწევს საქართველოს საელჩოს იტალიაში – სწორედ ამ ქვეყნიდან დაბრუნდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა ადამიანიდან შვიდი.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულოში, რომლებიც კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონებშია, დამატებით ამოქმედდება „ცხელი ხაზის“ ახალი ნომრები. თვითონ საელჩოები მუშაობას საგანგებო რეჟიმში გააგრძელებენ. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: კორონავირუსი დაუდგინდა ხუთ პირს, რომლებიც იტალიაში ერთად მოგზაურობდნენ

იტალიაში ინფიცირების შემთხვევებისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობის გაზრდასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოს რომის საკონსულო სამსახურში უკვე ამოქმედდა „ცხელი ხაზის“ დამატებითი ახალი ნომრები: (+39 33) 3887-91-23; (+39 35) 0131-21-31; (+39 35) 0148-31-14.

საელჩო განაგრძობს მუდმივ კომუნიკაციას იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებსა და რეკომენდაციებს, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე დროს, საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამემამულეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ იტალიაში წასვლისგან.

ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ავიაკომპანია „რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ფრენები შეაჩერა

საქართველოში, 6 მარტის მდგომარეობით, დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების ცხრა შემთხვევა. აქედან შვიდი ადამიანი იტალიაში იმყოფებოდა, ხოლო ორი – ირანში.

ამ დროისათვის ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19 უკვე მსოფლიოს 76 ქვეყანაშია გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში ეპიდემია 12 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ინფიცირების საერთო რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისათვის 98 385 კაცს შეადგენს. აქედან 80 555 მატერიკულ ჩინეთზე მოდის, 6 284 — სამხრეთ კორეაზე, 3 858 იტალიაზე, 3 513 — ირანზე, ხოლო დანარჩენი 696 შემთხვევა სხვადასხვა ქვეყნებშია გამოვლენილი. სულ გარდაიცვალა 3 383 კაცი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 55 423 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0