როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე პანიკა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე

© Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად ნავთობთან დაკავშირებული ვითარება გლობალური ეკონომიკის მდგომარეობას ასახავს, რომელიც ვიწროვდება, იკუმშება, მიიჩნევს ექსპერტი.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. მიმდინარე ვითარების გავლენა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე შეიძლება საქართველოს ეკონომიკაზე საშუალოვადიან პერსპექტივაში აისახოს, მიიჩნევენ ქართველი ექსპერტები.

ბოლო ვაჭრობაზე Brent-ის მარკის ნავთობზე ფასები 30%-ით დაეცა და, შესაბამისად, ფიუჩერსების ვარდნა მხოლოდ 1991 წლის მონაცემებს ჩამორჩება. გავრცელებული ინფორმაციით, დილის 08:20 საათისთვის (თბილისის დროით) Brent-ის მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსები ერთ ბარელზე 31,68 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო აპრილის ფიუჩერსები WTI-ს მარკაზე 32,8%-ით შემცირდა და 27,67 აშშ დოლარი შეადგინა ერთ ბარელზე.

მსოფლიოში ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა - პირველად 1991 წლის შემდეგ>>

მასმედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთმა უკვე განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვების გაზრდასა და ფასების შემცირებას აპირებს.

ბაზარი - Sputnik საქართველო
ლარი მყარდება, მაგრამ ფასები კვლავ იზრდება

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა შეიძლება სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვითარებამ მოახდინოს.

„საქართველოს ეკონომიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული სავაჭრო პარტნიორებთან – აზერბაიჯანთან, რუსეთთან, რომლებიც ნავთობით ვაჭრობენ მსოფლიო ბაზარზე, და ნავთობზე ფასის ვარდნა უარყოფითად მოქმედებს ამ ქვეყნების ეკონომიკაზე. ეს კი უარყოფითად აისახება საქართველოდან ექსპორტის ზრდაზე", – განუცხადა ცომაიამ „Sputnik-საქართველოს".

მისი თქმით, სიტუაცია ნეგატიურად შეიძლება აისახოს საქართველოში ინფლაციურ პროცესზე.

„საქართველოში ნავთობის ფასებზე მონოპოლიაა, და თუ ფასები ეცემა მსოფლიო ბაზარზე, ძალიან იშვიათად მცირდება საქართველოში. არ უნდა ველოდოთ, რომ ნავთობის ფასები საქართველოშიც დავარდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ გრძელვადიან პერიოდში ეს ნეგატიურ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე", – აღნიშნა ექსპერტმა.

რას დაკარგავს საქართველო და მსოფლიო კორონავირუსის შედეგად>>

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ნავთობთან დაკავშირებული მიმდინარე ვითარება ასახავს გლობალური ეკონომიკის მდგომარეობას, რომელიც იკუმშება, ვიწროვდება, და ეს ცუდია.

„მაგრამ საქართველოს ეკონომიკისთვის ეს არსობრივად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის, რადგან რეალური სექტორი ისედაც არა გვაქვს. ავტომოყვარულებისთვის ეს კარგი სიახლეა. ასე რომ, არაფერი სერიოზული, სისტემური საქართველოში არ მოხდება", – განუცხადა ხუხაშვილმა „Sputnik-საქართველოს".

მისი აზრით, ლოგიკურია ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირების მოლოდინი, მაგრამ, საერთოდ, „ნავთობკომპანიებს არ უყვართ ფასების შემცირება, მათ მხოლოდ მომატება უყვართ“.

საწარმო „დელტა - Sputnik საქართველო
საქართველომ წელი ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლით დაიწყო

„მაგრამ ისინი იძულებული იქნებიან, ფასები შეამცირონ, კონკურენცია მაინც თავისას იზამს ბაზარზე. მაგრამ ეს დღესა და ხვალ არ მოხდება. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ეს მოხდება სადღაც ათი დღის შემდეგ", – აღნიშნა ხუხაშვილმა.

საქართველოში ინფლაციის წლიურმა დონემ თებერვალში 6,4% შეადგინა იმ დროს, როცა მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. ამასთან, ერთ თვეში ქვეყანაში ფასები 0,7%-ით გაიზარდა. ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ წლის დასაწყისიდან 2,9%-ით გაიზარდა. ორშაბათს ლარის ოფიციალური კურსია 2,7748 GEL/$1, ხოლო ვალუტის გადაცვლის პუნქტებში – 2,78-2,785 GEL/$1.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური