რას დაკარგავს საქართველო და მსოფლიო კორონავირუსის შედეგად

© REUTERS / KIM HONG-JIგოგონა სეულის მეტროში
გოგონა სეულის მეტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველო ჩინეთთან და ირანთან ფრენების შეწყვეტის გამო მილიონებს კარგავს.

ჩინეთთან და ირანთან ავიამიმოსვლის შეჩერება საქართველოში ტურისტების ნაკადის შემცირებას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად პირველ რიგში სასტუმროების ბიზნესზე და კვების ობიექტების შემოსავლებზე აისახება, მიაჩნია საბროკერო და აქტივების მართვის კომპანია „ველსის“ ანალიტიკოსს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს ნიკა შენგელიას.

© photo: courtesy of Nika Shengeliaნიკა შენგელია
რას დაკარგავს საქართველო და მსოფლიო კორონავირუსის შედეგად - Sputnik საქართველო
ნიკა შენგელია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ქვეყანა თვეში, სულ მცირე, 30 მილიონის ზარალს განიცდის.

„რაც შეეხება ჩინეთთან ვაჭრობას, აქ მოსალოდნელია იმპორტის შემცირება და ეს მიმდინარე წლის პირველი კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებშიც გამოჩნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ  ჩინეთში უახლოეს ერთ თვეში საწარმოები არ გაიხსნება და რომც გაიხსნას, იქიდან ტვირთების ზღვით საქართველომდე მოტანას, სულ მცირე, თვე-ნახევარი დასჭირდება”, – განაცხადა ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ირანში გავრცელებული კორონავირუსი საქართველოს მრავალმილიონიანი ზარალით ემუქრება

ნიკა შენგელიას თქმით, კორონავირუსი სერიოზულ ზიანს მსოფლიო ეკონომიკასაც აყენებს. 

„კორონავირუსმა შეარყია მსოფლიო გადაზიდვების ბიზნესი. საზღვაო გადაზიდვები შემცირებულია ყველა სეგმენტზე – საკონტეინერო ხაზებისათვისაც და ნავთობმზიდი ტანკერებისთვისაც, შემცირებულია ტრანზიტის ტარიფებიც. წინა კვირაში დაფიქსირდა ისეთი ტვირთების გადაზიდვების მოცულობების შემცირებაც, როგორიცაა, მაგალითად, ქვანახშირი, ხორბალი, შვრია“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

ანალიტიკოსის თქმით, სიტუაცია არასახარბიელოა საჰაერო ავიაგადაზიდვების სფეროშიც. ბოლო მონაცემებით, გაუქმებულია 70 ათასზე მეტი რეისი და ჯავშანი მოხსნილია 1,3 მლნ-ზე მეტ ბილეთზე.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
საქართველო ჩინეთთან და ირანთან ფრენების შეწყვეტის გამო მილიონებს კარგავს

ნიკა შენგელიას ინფორმაციით, კორონავირუსის გავლენა მსოფლიო საფონდო ბაზრებზეც იგრძნობა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინდექსი S&P 500 5,20%-ით დაეცა, დოუ ჯონსის ინდექსი – 3,5%-ით და ნაზდაკის ინდექსი – 3,7%-ით.

„კომპანია Apple-მა, რომლის გაყიდვების მოცულობამ შარშან 63 მილიარდ დოლარს მიაღწია, უკვე გააკეთა განცხადება, რომ გაუჭირდება დაუბრუნდეს გაყიდვების იმ მოცულობას, რაც ჰქონდა თუნდაც სამი კვირის წინ და ეს გამოწვეულია ჩინეთში წარმოებისა და ამ ბაზარზე მათ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ Apple-ს ექმნება პრობლემები, მაშინ ადვილი წარმოსადგენია, რა მოუვა სხვა ათასობით მცირე კომპანიას”, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ერთ დღეში 139 მლრდ დოლარი დაკარგეს

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთში უკვე ექვსმა ძლიერმა კომპანიამ გამოაცხადა თავი გაკოტრებულად, მათ, როგორც ემიტენტებმა, დეფოლტი გამოაცხადეს ობლიგაციების დაფარვაზე, რომელთა ღირებულების საერთო მოცულობა 10 მილიარდ დოლარამდეა.

ნიკა შენგელიას თქმით, კორონავირუსის გავრცელებით ზიანი არა მხოლოდ გადაზიდვებსა და საფონდო ბაზრებს ადგება.

„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ-ის ბაზარზე უძრავი ქონების შესყიდვაში სწორად ჩინელები ლიდერობდნენ და უძრავ ქონებაზე ფასები და მოთხოვნა იყო შენარჩუნებული, დიდი ალბათობით, აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარზე მოსალოდნელია ფასების ვარდნა 2020 წლიდან“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა.   

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
ვის ემართება კორონავირუსი - ჯანმოს ექსპერტებმა ახალი დასკვნა გამოაქვეყნეს

ნიკა შენგელიას მიაჩნია, რომ ჩინეთმა კორონავირუსი უახლოეს მომავალში თუ არ დაამარცხა, მსოფლიო შესაძლოა ეკონომიკურ კრიზისამდეც კი მივიდეს.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით, რომელსაც ოფიციალურად ეწოდა COVID 2019, მსოფლიოს მასშტაბით სულ აღირიცხა 81 005 ადამიანის ინფიცირება. აქედან მატერიკულ ჩინეთზე 78 064 შემთხვევა მოდის. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა სულ 30 109 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 762 კაცს მიაღწია.

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0