კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 9–15 მარტის პერიოდში

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირის ასტროპროგნოზი დაგეხმარებათ, გაიგოთ, როგორი იქნება პლანეტების განწყობა ამ კვირაში და აქედან გამომიდნარე, რა ელოდება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს

9–15 მარტის პერიოდში ვარსვლავები და პლანეტები ძალზე აქტიური იქნებიან, ამიტომ საჭიროა, ვიცოდეთ, როგორ აღვიდგინოთ ენერგია. დღეები უდიდესი ტემპით ჩაივლის და თან, მოვლენები ერთმანეთს ელვისებური სისწრაფით, თითქმის შეუმჩნევლად შეცვლის.

როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

გასათვალისწინებელია, რომ 9 მარტს, ორშაბათს სავსემთვარეობა–სუპერმთვარეობაა, რომელიც თავის ზეგავლენას მოახდენს ადამიანებზე.

სუპერმთვარეობა - Sputnik საქართველო
სავსემთვარეობა 9 თებერვალს: როგორ ვიმოქმედოთ – რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ვარსკვლავებმა, შესაძლოა, დროებით გაზარდონ თქვენი ემოციურიობა, მგრძნობიარობა. ამან შეიძლება, ცუდ გუნებაზე დაგაყენოთ და ხშირად იფიქროთ ისეთ რამეებზე, რაზე ფიქრიც არ ღირს. ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, არ იღელვოთ ყველაფერზე და ეცადოთ, გამხიარულდეთ.

ამ კვირაში მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიტვირთოთ ცნობიერება პრობლემებზე ფიქრით. სჯობს, ირგვლივ პოზიტიური ახლობელი ადამიანები შემოიკრიბოთ და ურთიერთობებით დატკბეთ. მოერიდეთ მარტოობას. მთლიანობაში, კვირა საკმაოდ პროდუქტიული და კაშკაშა იქნება; მაგრამ სასწაულს ნუ დაელოდებით, საჭიროა მუხლჩაუხრელი შრომა.

კურო

კუროები მოახერხებთ ნეგატიური ემოციების უმრავლესობის განეიტრალებას, წყენისა და ბრაზისგან გათავისუფლებას. ამ მხრივ ვარსკვლავები დაგეხმარებიან ცნობიერების გაწმენდაში და ცხოვრების თითოეული მომენტით ტკბობის განცდაში.

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

მოსალოდნელია პრობლემები საქმეებში, რომლებიც გაგანერვიულებთ, მაგრამ მათ აუცილებლად გაუმკლავდებით. ეს კვირა იდეალურია დასვენებისთვისა და მუშაობისთვის, სიყვარულისა და განმარტოებისთვის – არჩევანი თქვენზეა.

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება

ტყუპი

კვირის დასაწყისში, შესაძლოა, შფოთვა მოგემატოთ და განცდები მოგეძალოთ. თუ კარგ განწყობას შეინარჩუნებთ, უფრო იოლად მიაღწევთ სასურველს და გადალახავთ სხვადასხვა პრობლემას. ეს ასევე დაგეხმარებათ ამურულ სფეროში – ადამიანები ხომ მხიარულებისკენ ისწრაფვიან.

ხელსაყრელი კვირაა იმ თვალსაზრისით, რომ დაიძვრებით „მკვდარ წერტილში“ ყოფნის შეგრძნებიდან. რთული ამოცანები ჩვეულებრივზე ბევრად სწრაფად გადაწყდება. ასტროლოგები გირჩევენ, არ გადადოთ საქმეები სამომავლოდ.

კირჩხიბი

კვირის პირველ ნახევარში გარკვეული წარუმატებლობებია მოსალოდნელი. იქნება მოსაწყენი და უსიხარულო დღეები, გაგიჭირდებათ დილით ადგომა, იგრძნობთ დაღლილობას. მიუხედავად ამისა, სჯობს, პოზიტიურ ტალღაზე აეწყოთ და გააკეთოთ ის საქმეები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია.

მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი>>

კვირის ბოლოს ვარსკვლავები უკვე პოზიტიურ განლაგებაში იქნებიან და თქვენც შეძლებთ საკუთარი ცხოვრების შეცვლას – თუ მოინდომებთ. ასტროლოგები გირჩევენ, არავის მოუთხროთ თქვენი გეგმების შესახებ კვირის ბოლომდე.

მამაკაცი ღამით - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სტრესულ ვითარებებს შესანიშნავად უმკლავდებიან

ლომი

ლომებს კვირის პირველ ორ დღეს გარკვეული პრობლემები გელოდებათ სამუშაო სფეროში, მთლიანობაში კი კვირა საბედისწერო და მნიშვნელოვანი მოვლენებით იქნება სავსე. დადგება დრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რომლებზეც თქვენი მომავალი იქნება დამოკიდებული.

კვირის ბოლოს შეგიძლიათ, დრო საკუთარ თავს დაუთმოთ, წადით საყიდლებზე, განაახლეთ გარდერობი, გაიკეთეთ ახალი ვარცხნილობა, მოდუნდით ან გაერთეთ მეგობრებთან ერთად. მთავარია, ცუდი განწყობა არ მოგეძალოთ. უნდა ეძებოთ ახალი შესაძლებლობები. გაუმართლებს შემოქმედებით სფეროებში დაკავებულ ადამიანებს და ასევე მათ, ვინც მონოტონურ რთულ სამუშაოს ასრულებს.

ქალწული

დგება იდეალური დრო დიდი შენაძენებისთვის, საკუთარ განვითარებასა და გარეგნობაში ფულის ინვესტირებისათვის. უარი თქვით წუწუნზე, ნეგატიურ მოგონებებზე, ბრალდებებზე და საკუთარი თავის მართლებაზე, ეს ბედნიერების მოპოვებაში დაგეხმარებათ. არ „ჩაიციკლოთ“ ერთ რამეზე. მნიშვნელოვანია, რომ გარესამყაროში ახალი შესაძლებლობები დაინახოთ.

რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი>>

სერიოზული საბაბი იმისა, რომ გუნება გაგიფუჭდეთ, ამ კვირაში მოსალოდნელი არ არის. ვარსკვლავები და პლანეტები ძალზე უჩვეულო მდგომარეობაში არიან, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, არ იჩხუბოთ ახლობლებთან, მოერიდოთ კონფლიქტს. პოზიტიური ურთიერთობები ჰარმონიის მიღწევაში და კარგი განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.

წყვილი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებიც პარტნიორს ღალატს არ პატიობენ

სასწორი

სასწორებისთვის სასურველია, რომ ახლობელ ადამიანებზე იზრუნონ. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც პარტნიორთან ხანგრძლივი ურთიერთობები აქვს. თქვენს საყვარელ ადამიანს დასჭირდება მეტი ყურადღება, სიყვარული, სითბო. ამავე დროს, მოერიდეთ მანიპულატორებს ახლო გარემოცვაში.

ასტროლოგები გირჩევენ, მოუფრთხილდეთ ფულს, არ გაასესხოთ, არ გააფორმოთ კრედიტები, არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები. ეს განსაკუთრებით კვირის ბოლოს ეხება, როდესაც ვარსკვლავები და პლანეტები დისონანსში შევლენ. უქმეებზე სასურველია სუფთა ჰაერზე გასვლა, მოძრაობა და აქტიურობა.

მორიელი

თქვენთვის ამ უახლოეს შვიდ დღეში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება სასიყვარულო და ურთიერთობების სფეროები. შესაძლოა, სხვა დონეზე გადავიდეს თქვენი კავშირი სასიყვარულო პარტნიორთან. ასევე, მარტოხელებს, დიდი ალბათობით, საბედისწერო შეხვედრა გელოდებათ, რომელიც თქვენს ცხოვრებას ძალიან შეცვლის.

მათგან ვერასდროს გაიგებთ სიტყვას „მიყვარხარ": ზოდიაქოს ორი ნიშანი>>

ასტროლოგები გირჩევენ, შეერძოლოთ ეჭვიანობის შემოტევებს. ეს უქმეებზეა მოსალოდნელი, რადგან პლანეტები და ვარსკვლავები არასახარბიელო მდგომარეობაში იქნებიან. არაა საჭირო ემოციების უხეშად გამომჟღავნება, მაგრამ არც ძალიან თავშეკავება და გრძნობების გულში ჩადება ივარგებს. ნეგატივისგან გათავისუფლებაში ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ.

ტყუილი და მართალი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერ მოატყუებ

მშვილდოსანი

თქვენთვის პრობლემური დღეებია 11 და 12 მარტი, რადგან ამ დღეებში ვარსვლავები და პლანეტები არცთუ ხელსაყრელ განლაგებაში იქნებიან. ამ დროს აჯობებს, თუ ზედმეტ ყურადღებას არ მიიპყრობთ, არ ჩაიცვამთ ზედმეტად გამომწვევად. ასევე, ასტროლოგების რჩევაა, არ დაიწყოთ ახლობლებთან ურთიერთობების სიმტკიცის შემოწმება.

არ ღირს უაზროდ გარისკვა, უცნობ ადამიანებთან ჩხუბი. ნებისმიერი კონფლიქტი, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს განწყობაზე და იღბალზე ზოგადად. მუშაობის თვალსაზრისით, დაკავდით იმ საქმეებით, რომლებიც დიდ ძალასა და ენერგიას არ მოითხოვს. აჯობებს, თუ მეტ დამოუკიდებლობას გამოიჩენთ და დახმარებისთვის სხვებს არ მიმართავთ.

თხის რქა

თხის რქებისთვის იწყება პერიოდი, როდესაც ცხოვრება შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს. ახლა არაა დრო, რომ მომთხოვნი იყოთ ახლობლების მიმართ, ვინმესთან კონფლიქტი დაუშვათ ან რამე პირობები წაუყენოთ. ასტროლოგები გირჩევენ, მეტი დრო დაუთმოთ ადამიანების გაგებას, გამოიჩინოთ სიკეთე და დაძაბულობები განმუხტოთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ასე კარგ განწყობას შეინარჩუნებთ.

ასტრომოდა 2020: მოდური ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

კვირის დასაწყისი რთული იქნება. მთლიანობაში, ეს პერიოდი იდეალურია შემოქმედებითი საქმიანობის, ახალი ცოდნის მიღების, მივლინებებისა და გარემოს გამოცვლისთვის. კვირის ბოლოს სასიამოვნო შეხვედრებია მოსალოდნელი.

გაზაფხული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ

მერწყული

ამ კვირაში არასასურველია მძიმე სამუშაოს შესრულება, გადაღლა, გამაღიზიანებელი საქმეების გაკეთება. თუ არის შესაძლებლობა, მინი–შვებულება მოიწყვეთ, დაისვენეთ, შეიცვალეთ გარემო, მოინახულეთ ნათესავები, გაიცანით ახალი ადამიანები.

გაუმართლებს ინიციატივიან მერწყულებს, რომლებიც იღბლის საჩუქარს არ ელოდებიან. კარგი განწყობაა საჭირო ყოველი დღის დასაწყისში. სწორედ დილით იქნებით მაქსიმალურად პროდუქტიული. სარგებელს მოიტანს ახალი პროექტების დაწყება.

თევზები

ამ კვირაში იგრძნობთ ძალების მოზღვავებასა და იღბლიანობას. ვარსკვლავები მხარში გიდგანან და გაუგებრობები უფრო იშვიათად არის მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა სტრესული ვითარებების შექმნა, მაგრამ ამას საკმაოდ კარგად გაუმკლავდებით.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2020 წელს დაწყვილდებიან>>

ასევე გაიოლდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ბევრ საქმეს მკვდარი წერტილიდან დაძრავთ. ბევრი თქვენგანი შეძლებს საკუთარი თავის უკეთესობისკენ შეცვლას, გაძლიერებას, დაბრძენებას. არასდროს არაა გვიანი შინაგანად შეცვლის დაწყება, სამყაროსა და ირგვლივ მოვლენების სხვა ჭრილში დანახვა.

ყველა ახალი ამბავი
0