სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

© Sputnik / STRINGERსადეზინფექციო სამუშაო
სადეზინფექციო სამუშაო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებისა და რაიონული ფილიალების სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნიღბიანი ახალგაზრდები თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველო იტალიიდან თავისი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას უზრუნველყოფს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება ცენტრის რაიონული შენობები და  „სასწრაფო დახმარების" მანქანები. რაც შეეხება ეკიპაჟების აღჭურვილობას, მედიკოსები სრულად არიან უზრუნველყოფილი პერსონალური დაცვის საშუალებებით. მათ ეკიპირებაში შედის:C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმელი, სამედიცინო ნიღბები და პერსონალური დაცვის სათვალეები.

სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს.

6 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ცხრა ადამიანს დაუდგინდა.

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი და გლობალიზაცია: საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის მთავარი თეზისები

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. მიმდინარეობს სასწავლო დაწესებულებების დეზინფექცია. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.

საქართველოს ხელისუფლებამ, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, ორი კვირით აკრძალა სახმელეთო მიმოსვლა საქართველოსა და ირანს შორის, ასევე შეჩერებულია ფრენები ირანიდან და ჩინეთიდან. ჩინეთიდან აკრძალულია ასევე ცხოველების შემოყვანა. აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0