საქართველო იტალიიდან თავისი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას უზრუნველყოფს

© Sputnik / Alex Shlamovნიღბიანი ახალგაზრდები თბილისში
ნიღბიანი ახალგაზრდები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ იტალიიდან თანამემამულეების საქართველოში ტრანსპორტირების ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ იტალიაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შინ დაბრუნება მოახერხონ, განაცხადა ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

საქართველომ იტალიასთან ავიამიმოსვლა შეაჩერა>>

საქართველომ პარასკევს იტალიასთან ავიამიმოსვლის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რაც კორონავირუსის საფრთხეს უკავშირდება. ამჟამად საქართველოში ამ ვირუსით ინფიცირებული ცხრა ადამიანია და აქედან შვიდი სწორედ იტალიიდან ჩამოვიდა.

„მინდა დავამშვიდო ჩვენი ის მოქალაქეები, რომლებიც აპირებდნენ გამომგზავრებას იტალიიდან პირდაპირი ავიარეისების მეშვეობით საქართველოს მიმართულებით. ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა და ამაზე იზრუნებს სახელმწიფო, ამასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო", – განაცხადა თურნავამ.

ამ დროისათვის ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19 უკვე მსოფლიოს 76 ქვეყანაშია გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში დაავადება 12 ქვეყანაში დაფიქსირდა.

თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

ინფიცირების საერთო რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისათვის 100 053 კაცს შეადგენს. აქედან 80 556 მატერიკულ ჩინეთზე მოდის, 6 593 — სამხრეთ კორეაზე, 3 858 იტალიაზე, 4 747 — ირანზე, ხოლო დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა ქვეყნებშია გამოვლენილი. სულ გარდაიცვალა 3 398 კაცი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 55 671 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიამ კლება დაიწყო, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების მხოლოდ ასზე ცოტა მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3 ათასს შეადგენდა.

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებისთვის ემზადება>>

საქართველოს მთავრობამ უკვე დააწესა შეზღუდვები ქვეყანაში შემომსვლელი პირებისთვის. კერძოდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლისას საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.

ყველა ახალი ამბავი
0