თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიასთან ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოში 6 მარტისთვის კორონავირუსით ინფიცირების ცხრა შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან შვიდი მოქალაქე იტალიაში იმყოფებოდა.
ფრენების შეჩერების გარდა, საქართველოს მთავრობამ მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში წასვლისგან, რადგან ამ ქვეყნებში მაღალია კორონავირუსით დაავადების საფრთხე.