Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველომ იტალიასთან ავიამიმოსვლა შეაჩერა

© photo: Sputnik / Evgeny Byatovთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ იტალიასთან ფრენების გაურკვეველი ვადით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიასთან ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოში 6 მარტისთვის კორონავირუსით ინფიცირების ცხრა შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან შვიდი მოქალაქე იტალიაში იმყოფებოდა.

ფრენების შეჩერების გარდა, საქართველოს მთავრობამ მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში წასვლისგან, რადგან ამ ქვეყნებში მაღალია კორონავირუსით დაავადების საფრთხე.

ყველა ახალი ამბავი
0