Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველომ ირანული ტვირთის გადამზიდი სომხეთის სატვირთო ავტომობილებისთვის ტრანზიტი დაკეტა

© photo: SputnikГрузовой трейлер в городе
Грузовой трейлер в городе - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეწარმეები, რომლებსაც რუსეთის ბაზარზე ირანული ხილი და ბოსტნეული შეჰქონდათ, საქართველოს საზღვარზე მოულოდნელ პრობლემას წააწყდნენ.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს საზღვარზე რამდენიმე ათეული სომხური სატვირთო ავტომობილია გაჩერებული, რომლებსაც ირანიდან გადაფორმებული ტვირთი რუსეთში მიაქვთ. ამასთან, სომხური მხარე შესაძლო სირთულეების შესახებ არ გაუფრთხილებიათ, იუწყება „Sputnik-სომხეთი".

ცნობილი მარკეტინგის ტრენერი და ბიზნესმენი ვაგრამ მირაქიანი თავის Facebook-გვერდზე წერს, რომ საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით მიღებულმა პროფილაქტიკურმა ზომებმა, შესაძლოა, სომხეთის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენოს.

თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ირანში გავრცელებული კორონავირუსი საქართველოს მრავალმილიონიანი ზარალით ემუქრება

საქმე ისაა, რომ ბევრი სომხური კომპანია და ინდივიდუალური მეწარმე, თავად მირაქიანის ჩათვლით, ირანში ყიდულობს ხილ-ბოსტნეულს, ამას აფორმებენ სომხეთში და შემდეგ რუსეთის ბაზარზე ყიდიან. თუმცა, რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიის გავლით ირანული საქონლის გატარება აკრძალა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

„ჩემი მონაცემებით, დაახლოებით 60 სატვირთო, ძირითადად, ირანული კივით, ვაშლითა და ბოსტნეულით, რომელიც რუსულ ბაზარზე უნდა გავიდეს, სომხეთში დარჩა და ვერ გადის საქართველოს გავლით. ერთი სატვირთო მანქანა ჩვენია. მათ საქართველოში შესვლა აკრძალული აქვთ", – წერს მირაქიანი.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა>>

მისი თქმით, თუ საქონელს არ გაატარებენ და ის რეალიზებული იქნება სომხეთში, ბაზარი შეიძლება „აფეთქდეს", დაზარალდება ადგილობრივი წარმოება. შუალედური გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს საქართველოზე გავლის დროებითი ნებართვა, რასაც ერევანსა და თბილისს შორის დიპლომატიური შეთანხმება სჭირდება.

კორონავირუსი ირანში - Sputnik საქართველო
კორონავირუსი ირანის პარლამენტში: ინფიცირებულია 23 დეპუტატი

„საქართველომ საზღვარი ირანული საქონლისთვის გასულ კვირაში დაკეტა. აქამდე ყოველთვის ვგზავნიდით საქონელს და უცბად აღმოჩნდა, რომ არ შეიძლება. თან ამის შესახებ უკვე საზღვარზე იგებ", – განაცხადა მირაქიანმა სააგენტო „Sputnik-სომხეთთან" საუბრისას.

ავტომობილების ნაწილი უკან დაბრუნდა, ნაწილი კი საზღვარზე დარჩა. ის იმედოვნებს, რომ ერევანი თბილისს ტვირთის უსაფრთხოებაში დაარწმუნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს, ისევე, როგორც სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილება განპირობებულია კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის აუცილებლობით.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში ირანსა და იტალიაში ტვირთების გადაზიდვაზე აკრძალვა დაწესდა

ამასთან, სააგენტოს მონაცემებით, ირანთან მიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ ირანული ტვირთის ტრანზიტი სომხეთისა და საქართველოს გავლით აღარ უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით გაუგებარია, როგორ მოხვდა ეს ტვირთები საქართველოს საზღვართან და რატომ არ გააფრთხილეს სომეხი მეწარმეები შეზღუდვების თაობაზე.

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებზე ირანისა და იტალიის მიმართულებით ნებართვის გაცემა შეწყვიტა, რის თაობაზეც უწყებამ 28 თებერვალს განაცხადა.

საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ რისკის ქვეყნებში გამგზავრებისგან>>

სააგენტოს ინფორმაციით, ასევე შეწყდა ამ ორი ქვეყნის მიმართულებით დღეისთვის ყველა არსებული ნებართვის მოქმედება.

ყველა ახალი ამბავი
0