03:32 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)
120 0 0

კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყება ქვეყნის მოქალაქეებს ურჩევს, არ გაემგზავრონ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ირანსა და იტალიაში

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით, თავი შეიკავონ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ირანსა და იტალიაში წასვლისგან.

კორონავირუსი საქართველოში: ინფიცირებულია „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი>>

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. პირველი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში, ხოლო მეორე იტალიიდან ჩამოსული 31 წლის ქალი. ორივე შემთხვევაში ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მიზანშეწონილია საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ვიზიტებისა და მოგზაურობისგან ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში:  ჩინეთი, ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ-კონგი, ირანი, იტალია, კორეის რესპუბლიკა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, უწყება ამ ქვეყნებში მყოფ თანამოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ადგილობრივი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები.

კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით საქართველოში საგანგებო ზომებს იღებენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. გადაწყდა ორი კვირით ირანთან სახმელეთო მიმოსვლის აკრძალვა.

მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

საქართველოში ირანსა და იტალიაში ტვირთების გადაზიდვაზე აკრძალვა დაწესდა>>

ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით, COVID 2019-ით მატერიკულ ჩინეთში სულ აღირიცხა დაავადების 78 ათასზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა დაახლოებით 30 ათასი კაცი, გარდაიცვალა 2 778 ადამიანი.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაახლოებით 50 ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 3,5 ათასამდე გაიზარდა, გარდაიცვალა 57 ადამიანი.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)

მთავარი თემები