ავიაკომპანია Wizz Air კორონავირუსის გამო იტალიაში ფრენების სიხშირეს ამცირებს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიWizz Air
Wizz Air - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისათვის Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს იტალიის ოთხ ქალაქში – რომში, მილანში, ბარსა და ბოლონიაში ახორციელებს.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. უნგრული ლოუკოსტერი Wizz Air საქართველოდან იტალიის მიმართულებით ავიარეისებს 11 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით პერიოდში კვირაში ერთხელ განახორციელებს, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

დღეისათვის Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს იტალიის ოთხ ქალაქში – რომში, მილანში, ბარსა და ბოლონიაში ახორციელებს. ავიარეისების ყველაზე დიდი რაოდენობა, კვირაში ოთხჯერ, ქუთაისი-მილანი-ქუთაისის მიმართულებით ხორციელდება.

სწორედ ეს ქალაქი გახდა ბოლო კვირაში კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრი ევროპაში.

სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
კორონავირუსის გამო თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს

იტალიაში ვირუსით ინფიცირების 453 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 12 ადამიანი, 3 კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ამ მომენტისთვის საქართველოსა და იტალიას შორის ავიამიმოსვლის შეჩერების საკითხი არ განიხილება.

26 თებერვალს, საღამოს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საქართველოს 50 წლის მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინციფირებული პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს და მას სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონია.

მსოფლიოში სულ ინფიცირების 82 446 შემთხვევა აღირიცხა, დაიღუპა 2 808, გამოჯანმრთელდა – 33 129 ადამიანი.

ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0