Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა. მან მოუწოდა მოსახლეობას არ აჰყვეს პანიკას, თუმცა პირველ მარტს მსვლელობის შესაძლო გაუქმების შესახებ განაცხადა

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის 29 წლის მამაკაცი, რომელიც თეირანიდან 28 თებერვალს დაბრუნდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: „ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის...“

აღსანიშნავია, რომ აეროპორტში მამაკაცს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა, თუმცა შემდგომ მან მედიკოსებს მიმართა და ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. მანამდე კი მამაკაცი ეკონტაქტა მგზავრებს, მებაჟეებს, აეროპორტის თანამშრომლებს, ტაქსის მძღოლებს, - დაახლოებით 30 ადამიანს.

„წინასწარი მონაცემებით, მამაკაცის მეუღლე ინფიცირებული არ არის, თუმცა მას შეიძლება ჰქონდეს საინკუბაციო პერიოდი. ისიც იზოლირებული იქნება“, - გაწერა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის Facebook-გვერდზე.

ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ პირველი მარტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაუქმდება. მან მოუწოდა მოსახლეობას არ აჰყვეს პანიკას და დაიცვას უსაფრთხოების წესები.

აღსანიშნავია, რომ ყველა მეზობელ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, მათი უმეტესობა - ირანში. სომხეთმა უკვე შეზღუდა ირანთან მიმოსვლა, თუმცა ქვეყანაში მყოფ ირანის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მისცა.

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელდა >>

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 85,4 ათასს აჭარბებს, დაავადება 53 ქვეყანაში ფიქსირდება. ჩინეთის ფარგლებს გარეთ გარდაცვლილია 86 ადამიანი, აქედან 19 - გასულ დღე-ღამეში.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსი სამ ადამიანს გამოუვლინდა. სამივე პირი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიიდან ან ირანიდან დაბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0