მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არსებობს ბავშვის გატაცების საფრთხე: პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გააფრთხილეს

© AFP 2024 / HENK KRUGERპრინცი ჰარი და მეგან მარკლი არჩი ჰარისონთან ერთად
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არჩი ჰარისონთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ პრინცი ჰარის, მეგანისა და არჩის უწყვეტი დაცვა, რომელსაც ბრიტანელი გადამხდელები უზრუნველყოფენ, წელიწადში 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი ჯდება.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. არსებობს ბრიტანეთის პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილის არჩი ჰარისონის გატაცების დიდი საფრთხე, განაცხადა პრინცესა დიანას პირადი დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა კენ უარფემ, რის შესახებაც წერს გამოცემა Daily Mail.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო
პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ფული და ტიტულები ჩამოერთვათ

აღნიშნული განცხადება უარფემ სატელევიზიო პროგრამა Good Morning Britain-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჰარისა და მეგანს, სამეფო ოჯახის წევრობაზე უარის თქმის გამო, ბრიტანეთის სამეფო კარის მიერ დაქირავებული პირადი დაცვის ყოლის უფლება ჩამოერთვათ. აღნიშნული გადაწყვეტილება 2020 წლის 1 აპრილს შევა ძალაში.

უარფეს აზრით, პრინც ჰარის ბებიამ და მამამ, დედოფალმა ელიზაბეტ II-მ და პრინცმა ჩარლზმა სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას დაცვა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყონ. მისივე თქმით, ეს არ იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან დედოფალი უკვე აფინანსებს მეორე ვაჟის, პრინც ენდრიუს ქალიშვილების დაცვას.

ელისაბედ II-მ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ინგლისში დაბრუნება სთხოვა>>

აღსანიშნავია, რომ პრინცი ჰარის, მეგანისა და არჩის უწყვეტი დაცვა, რომელსაც ბრიტანელი გადამხდელები უზრუნველყოფენ, წელიწადში 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი ჯდება.

გამოცემის ინფორმაციით, Good Morning Britain-ის მაყურებელთა 90%-ზე მეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია პრინც ჰარის, მეგან მარკლისა და მათი შვილის უსაფრთხოების დაცვა გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადა, სადაც მეუღლეები ცხოვრობენ, დროებით იზრუნებს ბრიტანეთის პრინცის უსაფრთხოებაზე. თუმცა, მეგანისა და ჰარის სტატუსის შეცვლის შემდეგ, 31 მარტს კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიცია შეწყვეტს ოჯახის დაცვას. წყვილი კანადაში დარჩენას გეგმავს მანამ, სანამ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს არ დატოვებს. ამის შემდეგ მათ სურთ ლოს-ანჯელესში გადასვლა, სადაც მეგან მარკლის დედა ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0