14:21 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1649)
132 0 0

მიუხედავად იმისა, რომ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უფლებამოსილება მოიხსნეს, ისინი კვლავ რჩებიან თანამეგობრობის სამეფო ფონდის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ინგლისის დედოფალმა ელისაბედ II-მ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ინგლისში დაბრუნება სთხოვა, წერს გამოცემა The Sunday Times. 

ცნობილია, რომ წყვილმა უკვე განაცხადა თანხმობა ვიზიტზე. 

როგორც ირკვევა, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ვაჟთან, ათი თვის არჩისთან ერთად გაემგზავრებიან ბრიტანული თანამეგობრობის წევრი ქვეყანების ფორუმზე ლონდონში, რომელიც 9 მარტს ჩატარდება.

მიუხედავად იმისა, რომ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უფლებამოსილება მოიხსნეს, ისინი კვლავ რჩებიან თანამეგობრობის სამეფო ფონდის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად. სწორედ ამიტომ სთხოვა ინგლისის დედოფალმა ჰარისა და მეგანს, შეერთებოდნენ სამეფო ოჯახს ამ დღეს.

აღინიშნება, რომ ფორუმზე დასწრება სასექსის ჰერცოგებისთვის ბოლო საჯარო ოფიციალური გამოსვლა იქნება სამეფო ოჯახთან ერთად.

თემები:
მსოფლიო დღეს (1649)

მთავარი თემები