მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ფული და ტიტულები ჩამოერთვათ

© AP Photo / Frank Augsteinპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰარი და მეგან მარკლი აპირებენ უკან დაუბრუნონ ხაზინას ის თანხა, რომელიც ფროგმორ-კოტეჯის რემონტზე დაიხარჯა და რომელიც მათ საცხოვრებლად რჩება ბრიტანეთში.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ტიტულებს ჩამოართმევს, ნათქვამია ბუკინგემის სასახლის საიტზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან წყვილი აღარ შეასრულებს სამეფო ოჯახის წევრების ვალდებულებებს და აღარ იწოდებიან „სამეფო უდიდებულესობად“. 

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ტელევიზიებისთვის სენსაციური ინტერვიუს მიცემით იმუქრებიან

გარდა ამისა, მათ ასევე შეუწყდებათ ფინანსების გამოყოფა ოფიციალური ღონისძიებებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ჰარი და მეგან მარკლი აპირებენ უკან დაუბრუნონ ხაზინას ის თანხა, რომელიც ფროგმორ-კოტეჯის რემონტზე დაიხარჯა და რომელიც მათ საცხოვრებლად რჩება ბრიტანეთში. ფროგმორ-კოტეჯის რემონტი გადასახადების გადამხდელებს 2,5  მლნ გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ.

დედოფალ ელისაბედის თქმით, ამგვარ გადაწყვეტილებამდე სამეფო ოჯახი რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ მივიდა. მან ხაზი გაუსვა, რომ მეგან მარკლი, პრინცი ჰარი და არჩი ჰარისონი ოჯახის საყვარელ წევრებად რჩებიან.

დედოფალმა მადლობა გადაუხადა სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ მეგან მარკლი „ძალიან მალე გახდა ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“.

8 იანვარს პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა უარი თქვეს სამეფო ოჯახის წევრობაზე — სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულების შენარჩუნებით. წყვილი აცხადებდა, რომ სურდათ უარი ეთქვათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მიღებაზე, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0