„დავატკბოთ დედამიწა!“ - რატომ იწყებს საქართველო ბოროტებასთან ბრძოლას „სიტკბოთი“?

© Sputnik / Vladimir Umikashviliპრესკონფერენცია თემაზე „დავატკბოთ დედამიწა"
პრესკონფერენცია თემაზე „დავატკბოთ დედამიწა - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა და არტისტებმა მულტიმედიურ პრესცენტრ „Sputnik-საქართველოში“ ისაუბრეს, როგორ და რატომ იწყებენ საქართველოში „დედამიწის დატკბობას“, როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ბოროტებაზე და რატომ უნდა დათესონ ადამიანების გულებში სიკეთე.

თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. ომები, ეკოლოგიური კატასტროფები და სასიკვდილო ვირუსები - ყველა ამ ბოროტებასთან საბრძოლველად კაცობრიობა უდიდეს ძალისხმევას, ნერვებსა და სიცოცხლეს ხარჯავს. ნეგატიური ენერგია და ინფორმაცია დღითიდღე ითრევს დედამიწას. და თუ პლანეტას ამ ბოროტებისგან არ ვიხსნით, ის დაიღუპება.

პრესკონფერენცია: „დავატკბოთ დედამიწა: ქართველი მუსიკოსების ჩელენჯი ბოროტების წინააღმდეგ">>

ასე ფიქრობს საქართველოს შოუბიზნესის წარმომადგენელი, ცნობილი პოეტი, მწერალი, რეჟისორი და საესტრადო შემსრულებელი გიორგი ნიკოლაძე. სწორედ მას დაებადა იდეა, სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში წამოეწყო ახალი კამპანია მსოფლიოში ნეგატივისა და ბოროტების წინააღმდეგ. ნიკოლაძემ წამოწყებას სიმბოლური სახელი - „დავატკბოთ დედამიწა" დაარქვა.

© SPUTNIKპრესკონფერენცია თემაზე „დავატკბოთ დედამიწა"
„დავატკბოთ დედამიწა!“ - რატომ იწყებს საქართველო ბოროტებასთან ბრძოლას „სიტკბოთი“? - Sputnik საქართველო
პრესკონფერენცია თემაზე „დავატკბოთ დედამიწა"

„დედამიწა - ესაა ცოცხალი, მგრძნობიარე სხეული, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება ჩვენი დახმარება. ჩვენ გადავწყვიტეთ, დედამიწა დავატკბოთ, საქართველოში წამოვიწყოთ აქცია და გავავრცელოთ მთელ მსოფლიოში. ამ აქციას 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ვმართავთ. ახლა კი ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს: ამდენი ვირუსი, ომი, ხანძარი, გლობალური დათბობა... დედამიწა თავად ამბობს, რომ ცუდადაა და სჭირდება დახმარება, რათა ცოტათი მაინც დატკბეს“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიორგი ნიკოლაძე
„დავატკბოთ დედამიწა!“ - რატომ იწყებს საქართველო ბოროტებასთან ბრძოლას „სიტკბოთი“? - Sputnik საქართველო
გიორგი ნიკოლაძე

„ფლეშმობში“ ჩასართავად მსურველებს შეუძლიათ ვიდეოს გადაღება, სადაც ისინი სიმბოლურად აფრქვევენ მიწაზე შაქარს. ამის შემდეგ აუცილებელია ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში: ფეისბუქზე, ინსტაგრამზე და სხვ., აქციის პრეზენტაცია, სამი მეგობრის მონიშვნა, ანუ მათი გამოწვევა და სიკეთის ჯაჭვის გაგრძელება სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში.

© Sputnik / Alex Shlamovქეთა თოფურია ზარისას პრესკონფერენციის დროს თემაზე „დავატკბოთ დედამიწა"
„დავატკბოთ დედამიწა!“ - რატომ იწყებს საქართველო ბოროტებასთან ბრძოლას „სიტკბოთი“? - Sputnik საქართველო
ქეთა თოფურია ზარისას პრესკონფერენციის დროს თემაზე „დავატკბოთ დედამიწა"

კოლეგასა და მეგობარს რუსეთიდან ვიდეოკავშირის მეშვეობით მხარი დაუჭირა პოპულარულმა მომღერალმა, „А-სტუდიოს“ სოლისტმა ქეთა თოფურიამ. როგორც მან აღნიშნა, ეს მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო წამოწყებაა.

„ჩვენ ვიწყებთ!“ - აღნიშნა ქეთამ და პირობა დადო, რომ აქციას პირადად შეუერთდება და კოლეგებსა და ახლობლებსაც მოუწოდებს მასში მონაწილეობისკენ.

რა შუაშია ვანგა?

„დავატკბოთ დედამიწის“ მონაწილეებმა საინტერესო კავშირი აღმოაჩინეს აქციასა და ცნობილ ბულგარელ წინასწარმეტყველ ვანგას შორის. როგორც ცნობილია, ვანგა წინასწარმეტყველებდა შაქრის ნატეხით. გიორგი ნიკოლაძის თქმით, ვანგა ამბობდა: „მოაყარეთ მიწას შაქარი და იმ ადგილზე ბოროტება აღარ იქნება“.

ვანგას იდუმალი ნიჭი: ბიოგრაფია და წინასწარმეტყველება>>

სხვათა შორის, გიორგიმ და მისმა მეგობრებმა ნათელმხილველის საფლავი მოინახულეს 2019 წელს ბულგარეთის პატარა სოფელ რუპიტეში და მიწას შაქარი მოაყარეს.

იმაზე, რომ საქმიანობისას მხოლოდ სიკეთით უნდა იხელმძღვანელო, ისაუბრა სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელმა ეკატერინე მგალობლიშვილმაც.

© Sputnik / Vladimir Umikashviliეკატერინე მგალობლიშვილი – პრესკონფერენცია თემაზე „დავატკბოთ დედამიწა"
„დავატკბოთ დედამიწა!“ - რატომ იწყებს საქართველო ბოროტებასთან ბრძოლას „სიტკბოთი“? - Sputnik საქართველო
ეკატერინე მგალობლიშვილი – პრესკონფერენცია თემაზე „დავატკბოთ დედამიწა"

 „ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა. ასე რომ, რაც უფრო თბილად მოვექცევით ერთმანეთს, რაც უფრო მეტად დავატკბობთ დედამიწას შაქრითა თუ სიტყვით, მით უკეთესი იქნება. თქვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ მე ვუძღვები ფესტივალებსა და სილამაზის კონკურსებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვყავს წარმომადგენლები ას ქვეყანაში. ერთი კვირის განმავლობაში ვურეკავდი მათ და ახლა რამდენიმე ქვეყანა შემოუერთდა ჩვენს იდეას. ასე უფრო დავატკბობთ დედამიწას მთელ მსოფლიოში“, - ფიქრობს ეკატერინე.

კაცობრიობის სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს. ამიტომ ადამიანები უბრალოდ ვალდებული არიან, იცხოვრონ მშვიდობიანად, სიკეთესა და სიმშვიდეში, დარწმუნებულია შემსრულებელი, პოეტი და მსახიობი გიორგი გილიგაშვილი.

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიორგი გიგილაშვილი პრესკონფერენციაზე
„დავატკბოთ დედამიწა!“ - რატომ იწყებს საქართველო ბოროტებასთან ბრძოლას „სიტკბოთი“? - Sputnik საქართველო
გიორგი გიგილაშვილი პრესკონფერენციაზე

„ვუერთდები ამ აქციას კაცობრიობის სიყვარულის გამო. ადრე მის შესახებ არ მსმენია, გიორგიმ მიამბო. ახლა ვიცი, რომ მისი გული იტევს მთელ დედამიწას. მას სურს ყველა ეროვნების ადამიანების გაერთიანება, გარემოცვის დატკბობა. ასე რომ, მე მთლიანად ვემხრობი მის ინიციატივას“, - აღნიშნა გილიგაშვილმა.

საქართველოს მთელი მსოფლიო უჭერს მხარს

რუსეთი, ინდოეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სომხეთი - ეს არასრული ჩამონათვალია ქვეყნებისა, სადაც მონაწილეთა თქმით, სიამოვნებით დაუჭერენ მხარს „ტკბილ ფლეშმობს“.

© Sputnik / Vladimir Umikashviliპრესკონფერენცია თემაზე „დავატკბოთ დედამიწა"
„დავატკბოთ დედამიწა!“ - რატომ იწყებს საქართველო ბოროტებასთან ბრძოლას „სიტკბოთი“? - Sputnik საქართველო
პრესკონფერენცია თემაზე „დავატკბოთ დედამიწა"

„დედამიწა ჩვენი ენის მეტაფორაა. ჩვენი პლანეტა და ჩვენი ენა დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. ჩვენ გვკვებავდნენ მარილით და ამის გამო დავჭკნით. ვფიქრობ, მოვიდა ჩვენი დედამიწის აღორძინების დრო. მიწასაც და ჩვენს ენასაც შაქარი უნდა მოვაფრქვიოთ, რათა მეტად დავტკბეთ, დედამიწა აყვავდეს, ჩვენმა ენამ კი მასთან დალაპარაკება შეძლოს“, - განაცხადა კონფერენციაზე ვიდეოკავშირის მეშვეობით სომეხმა მხატვარმა და რეჟისორმა არმენ რონოვმა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliპრესკონფერენცია თემაზე „დავატკბოთ დედამიწა"
„დავატკბოთ დედამიწა!“ - რატომ იწყებს საქართველო ბოროტებასთან ბრძოლას „სიტკბოთი“? - Sputnik საქართველო
პრესკონფერენცია თემაზე „დავატკბოთ დედამიწა"

შაბათს, 29 თებერვალს, 15:00 საათზე, მუშთაიდის პარკში აქციის გახსნის აღსანიშნავად გაიმართება კონცერტი ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით. კონცერტის მსვლელობისას მიწას სიმბოლურად შაქარს მოაყრიან და სიკეთის აქციას გახსნილად გამოაცხადებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0