ინიციატივის ავტორი – ცნობილი ქართველი პოეტი, მწერალი, რეჟისორი და საესტრადო შემსრულებელი გიორგი ნიკოლაძეა. სწორედ მას დაებადა იდეა სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში წამოეწყო ახალი კამპანია მსოფლიოში ნეგატივისა და ბოროტების წინააღმდეგ. ნიკოლაძემ წამოწყებას სიმბოლური სახელი „დავატკბოთ დედამიწა" დაარქვა.
მოსალოდნელია, რომ ფლეშმობი ნეგატივისა და შიშების წინააღმდეგ სიკეთის აქციაში გადაიზრდება. ჩელენჯის ავტორები საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სოციალური ქსელების მომხმარებლებსა და მასმედიის სახეებს მოუწოდებენ, ჩაერთონ კამპანიაში, მოიწვიონ ერთმანეთი და სოციალურ კამპანიაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩართონ.
„Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ფლეშმობის შესახებ დაწვრილებით ისაუბრებენ მისი ავტორები, მონაწილეები და ცნობილი ქართველი არტისტები და მუსიკოსები. მოსკოვიდან პრესკონფერენციაში ჩაერთვება პოპულარული შემსრულებელი, ჯგუფ А-Студио-ს სოლისტი ქეთა თოფურია.
თბილისში სპიკერები იქნებიან:
- პოეტი, მწერალი, რეჟისორი და საესტრადო შემსრულებელი გიორგი ნიკოლაძე;
- კომპოზიტორი და პოეტი დავით ევგენიძე;
- მომღერალი გიორგი გილიგაშვილი;
- სამოდელო სააგენტო „კატრინის" დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი;
- საქველმოქმედო ფონდ „კეთილი სოფლის" ხელმძღვანელი მარინა სარიშვილი.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com