დედა და მისი ქალიშვილი, რომლებიც ირანიდან საქართველოში მოდიოდნენ, აზერბაიჯანში დააბრუნეს

© photo: Sputnik / Stringerსაკონტროლო პუნქტი წითელ ხიდზე
საკონტროლო პუნქტი წითელ ხიდზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედა და მისი გოგონა საქართველოში არ შემოუშვეს იმის გამო, რომ მათ, ირანში მოგზაურობის შემდეგ, კარანტინის გავლა არ მოინდომეს.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. დედა და მისი გოგონა, რომლებიც ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის გავლით მოდიოდნენ, საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ლაგოდეხიდან" უკან, აზერბაიჯანში დააბრუნეს, იუწყება პირველი არხი.

დოკუმენტების შემოწმების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ქალები ირანში იმყოფებოდნენ. მესაზღვრეებმა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა დედა-შვილს კარანტინში გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს და უკან, აზერბაიჯანში დაბრუნდნენ.

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან: მთავრობამ ქსელში ჯანმოს რეკომენდაციები გაუშვა>>

თუმცა, მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლის უფლება მისცეს ქალის მეუღლეს, რომელიც აზერბაიჯანში მათ დასახვედრად იყო წასული.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი: პანიკის საფუძველი არ გვაქვს

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ არც ქალს და არც მის ქალიშვილს რესპირატორული ინფექციის ნიშნები არ ჰქონიათ, თუმცა იმის გამო, რომ ირანში ყოფნის შემდეგ არ იყო საინკუბაციო პერიოდი გავლილი, საჭირო იყო მათი საკარანტინო სივრცეში განთავსება.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. საუბარია 50 წლის მამაკაცზე, საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ქვეყანაში ირანიდან დაბრუნდა აზერბაიჯანის გავლით.

კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით საქართველოში საგანგებო ზომებს იღებენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. გადაწყდა ორი კვირით ირანთან სახმელეთო მიმოსვლის აკრძალვა.

წამალი მალე შეიქმნება: კორონავირუსის გენომში მუტაცია არ გამოვლინდა>>

მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0