მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

წამალი მალე შეიქმნება: კორონავირუსის გენომში მუტაცია არ გამოვლინდა

© photo: AFP 2020 / STRკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვირუსის გენომში მნიშვნელოვანი ცვლილებების არარსებობის გამო მოსალოდნელია, რომ ინფექციის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის საჭირო პრეპარატი მალე შეიქმნება.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის გენომის ანალიზმა მისი მუტაცია არ გამოავლინა, რაც წამლის მალე შექმნის შანსს ბევრად ზრდის, იუწყება სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი (KCDC).

„კორონავირუს COVID 2019-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის შედარებამ 103 გამოქვეყნებულ სინჯთან (16 ქვეყნის მონაცემები) 99.89~100%-იანი დამთხვევა აჩვენა... COVID-2019-ში გენეტიკური ცვლილებების არარსებობა ნიშნავს, რომ ამ დროისათვის მუტაციის შედეგად ინფექციურობის ზრდის საფრთხე არ არსებობს“, — ნათქვამია KCDC-ს განცხადებაში. 

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ჩოჩ ინ გიონი განმარტავს, ვირუსის გენომში მნიშვნელოვანი ცვლილებების არარსებობის გამო მოსალოდნელია, რომ ინფექციის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის საჭირო პრეპარატი მალე შეიქმნება. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: პრემიერმა საგანგებო ჯგუფი შექმნა

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით, რომელსაც ოფიციალურად ეწოდა COVID 2019, მსოფლიოს მასშტაბით სულ აღირიცხა 82 164 ადამიანის ინფიცირების შემთხვევა. აქედან ჩინეთზე 78 497 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა სიმრავლით მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა — 1 595 დაავადებულით. სულ გარდაიცვალა 2801 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 32 897 პაციენტი. 

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა საქართველოში. საუბარია 50 წლის მამაკაცზე, საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ქვეყანაში ირანიდან დაბრუნდა აზერბაიჯანის გავლით. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და მას არ აღენიშნება არანაირი კლინიკური გამოვლინება.

 

ყველა ახალი ამბავი
0