როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან: მთავრობამ ქსელში ჯანმოს რეკომენდაციები გაუშვა

© REUTERS / TYRONE SIUქორწილი ჩინეთში
ქორწილი ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსით რომ არ დავავადდეთ, ჯანმო გვირჩევს, ხშირად დავიბანოთ ხელები, მოვერიდოთ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტს და პირველივე სიმპტომებისას მივმართოთ ექიმს.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ სოციალური ქსელის თავის გვერდზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეორეკომენდაციები განათავსა.

„ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის იდენტიფიცირებაც ადრე ადამიანში არ მომხდარა. კორონავირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად, ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ", – ნათქვამია ვიდეორგოლში.

კორონავირუსი საქართველოში: მედიკოსები დაავადებულის მდგომარების შესახებ საუბრობენ>>

მთავარი მოთხოვნა – ჰიგიენის წესების დაცვა და ინფიცირებულ ადამიანთან ურთიერთობების მაქსიმალურად შეზღუდვაა.

ჯანმოს რეკომენდაციები ასეთია:

  • რესპირატორული ინფექციების მქონე ადამიანებთან კონტაქტისგან თავის შეკავება
  • ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც სიმპტომების მქონე პაციენტი იმყოფებოდა
  • ქუჩაში ცხოველებთან ან/და ფერმებთან დაუცველი კონტაქტისგან თავის არიდება
  • რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანების მიერ ხველების ეტიკეტის დაცვა
  • რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტმა უნდა გამოიყენოს ნიღაბი, მიმართოს ექიმს და მოუყვეს მოგზაურობის ისტორია.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. საუბარია 50 წლის მამაკაცზე, საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ქვეყანაში ირანიდან დაბრუნდა აზერბაიჯანის გავლით. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და მას არ აღენიშნება არანაირი კლინიკური გამოვლინება.

„პირბადე იყიდება, ან იცვლება ოროთახიან ბინაში....“ - ყველა სახალისო პოსტი კორონავირუსზე>>

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით, რომელსაც ოფიციალურად ეწოდა COVID 2019, მსოფლიოს მასშტაბით სულ აღირიცხა 82 164 ადამიანის ინფიცირების შემთხვევა. აქედან ჩინეთზე 78 497 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა სიმრავლით მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა — 1 595 დაავადებულით. სულ გარდაიცვალა 2801 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 32 897 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0