თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ოთხშაბათს, საღამოს დადასტურდა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. 50 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 800-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 81 ათასზე მეტი ადამიანი. მსოფლიოში კორონავირუსის მქონე 32 ათასზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. COVID-2019-ის პირველი შემთხვევები საქართველოს პარალელურად გამოვლინდა რუმინეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ნორვეგიასა და ფინეთში. საქართველო 46-ე ქვყანაა, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. COVID-19-ის შემთხვევები 453-მდე გაიზარდა იტალიაში, დაღუპულია 12 ადამიანი, სამი გამოჯანმრთელდა. სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რიცხვმა 1500-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ირანში ვირუსით ინფიცირებულია 140 და დაღუპულია 19 ადამიანი.
სოციალურ ქსელში ვირუსის დაფიქსირებას უამრავი პოსტი და ფოტო მიეძღვნა. „Sputnik–საქართველომ“ მათგან განსაკუთრებულები აარჩია. ნახეთ, რას წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.