Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ცერცვაძე: ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ოთხი პაციენტი რჩება

© SPUTNIK / DENIS ASLANOVლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხი პაციენტიდან მხოლოდ ერთს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, მათი დიაგნოზი ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ცხრა პაციენტიდან ხუთს კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დაუდასტურა და ისინი სახლში გაწერეს, იუწყება ქართული მედია.

რამდენჯერმე დაახველა: ირანში მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდა >>

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულებიდან  ორი ირანის, ხოლო დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელებმაც იტალიაში ან ირანში იმოგზაურეს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის მყოფი ოთხი პაციენტიდან ტემპერატურა მხოლოდ ერთს უფიქსირდება.

„24-25 თებერვალს შემოვიდა ცხრა პაციენტი, მათგან ოთხი შემოვიდა გუშინ და ხუთი დღეს. ცხრა პაციენტიდან ორი იყო ირანის მოქალაქე, ირანელი, ყველა დანარჩენი საქართველოს მოქალაქე. საავადმყოფოში დარჩენილ საქართველოს ოთხ მოქალაქეს უტარდება რენტგენოლოგიური და სხვა ლაბორატორიული გამოკვლევები. დარჩენილი ოთხი მოქალაქიდან, მხოლოდ ერთს აქვს ტემპერატურა. საბოლოო პასუხის გაცემა ჩვენ შეგვიძლია ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხების მიღების შემდეგ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო: იტალიასთან ავიამიმოსვლის შეჩერება არ განიხილება

ცერცვაძის განცხადებით, დღეს საქართველოში ის ზომები ტარდება, რაც რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის გავრცელების რისკი ძალიან დიდია, საქართველო კვლავ რჩება დაბალი რისკის ზონად.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან.  აეროპორტებსა და სახელმწიფო საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

არა კორონავირუსი, არამედ „ღორის გრიპი" – მილანიდან ჩამოფრენილ გოგონას დიაგნოზი დაუსვეს >>

ბოლო მონაცემებით, სულ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით, COVID 2019-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 80 239 კაცი შეადგინა. აქედან მატერიკულ ჩინეთზე 77 780 შემთხვევა მოდის. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა სულ 27 ათასზე მეტი კაცი, გარდაიცვალა 2 666 ადამიანი. ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 33 ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 2459-მდე გაიზარდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0