03:44 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (996)
176 0 0

გოგონა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში პირდაპირ ქუთაისის აეროპორტიდან შეიყვანეს.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. „მილანი–ქუთაისის“ რეისით ჩამოფრენილ მგზავრს კორონავირუსი არ დაუდგინდა, თუმცა აღმოაჩნდა გრიპის ვირუსი H1N1, ე.წ. „ღორის გრიპი".

20 წლის გოგონას ანალიზის შედეგები დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ქუთაისის ინფექციური კლინიკის ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა, პაციენტი იზოლირებულ პალატაში რჩება, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ხვალ მას ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანენ.

გუშინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილანის რეისით ჩამოფრენილ ერთ-ერთ მგზავრს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა. იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. კვირას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ, ვირუსი ასევე არ აღმოაჩნდა საქართველოს 34 წლის მოქალაქეს, რომლის ევაკუაციაც ჩინეთიდან გასული კვირის ბოლოს მოხდა.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. ასევე აკრძალულია ცხოველების ჩამოყვანა ჩინეთიდან. აეროპორტებსა და სახელმწიფო საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (996)

მთავარი თემები