Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

არა კორონავირუსი, არამედ „ღორის გრიპი" – მილანიდან ჩამოფრენილ გოგონას დიაგნოზი დაუსვეს

© REUTERS / Flavio Lo Scalzoსამედიცინო ნიღბებს ქუჩაში ჰყიდიან
სამედიცინო ნიღბებს ქუჩაში ჰყიდიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში პირდაპირ ქუთაისის აეროპორტიდან შეიყვანეს.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. „მილანი–ქუთაისის“ რეისით ჩამოფრენილ მგზავრს კორონავირუსი არ დაუდგინდა, თუმცა აღმოაჩნდა გრიპის ვირუსი H1N1, ე.წ. „ღორის გრიპი".

კლინიკაში - Sputnik საქართველო
ქუთაისის აეროპორტში მილანიდან ჩამოფრენილ გოგონას სიცხე დაუფიქსირდა

20 წლის გოგონას ანალიზის შედეგები დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ქუთაისის ინფექციური კლინიკის ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა, პაციენტი იზოლირებულ პალატაში რჩება, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ხვალ მას ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანენ.

გუშინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილანის რეისით ჩამოფრენილ ერთ-ერთ მგზავრს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა. იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. კვირას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ, ვირუსი ასევე არ აღმოაჩნდა საქართველოს 34 წლის მოქალაქეს, რომლის ევაკუაციაც ჩინეთიდან გასული კვირის ბოლოს მოხდა.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. ასევე აკრძალულია ცხოველების ჩამოყვანა ჩინეთიდან. აეროპორტებსა და სახელმწიფო საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0