დამაჯერებელი გამარჯვება: ქართველმა მორაგბეებმა ბელგია გაანადგურეს

© photo : Georgian Rugby / FBსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატზე რაგბიში ქართველმა ბორჯღალოსნებმა ბელგიელ მეტოქეებს გამარჯვების შანსი არ დაუტოვეს

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში ბელგიის გუნდს ანგარიშით 78:6 გაანადგურა.

თბილისში ახალი სარაგბო კომპლექსი აშენდება >>

რაგბი - Sputnik საქართველო
განისაზღვრა რაგბიში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩების თარიღი და ადგილი

თამაში ქუთაისში „აია არენაზე“ შედგა. პირველი ტაიმი ანგარიშით 33:6 დასრულდა. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ბორჯღალოსნების ანგარიშზეა 12 წარმატებული ლელო, საიდანაც ოთხის გარდასახვა აკა ტაბუცაძემ განახორციელა.

ქუთაისში განცდილი წაგება ბელგიელებისთვის მეორე გახდა. ბელგიის ნაკრებმა პორტუგალიის გუნდთან ანგარიშით 17:23 წააგო, მაგრამ რუსეთის ნაკრებს მოუგო - 38:12.

სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 14 მარტს თბილისში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0