„საზღვრებისა და ომების გარეშე": მოსკოვში ქართული პოეზიის ანთოლოგია გამოიცა

© photo: Russian Club 1 / FB„ქართული პოეზიის ანთოლოგია"
„ქართული პოეზიის ანთოლოგია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნიკალურ წიგნში შესულია ყველაზე ცნობილი და საინტერესო ქართველი პოეტების ბოლო ასი წლის განმავლობაში შექმნილი ნაწარმოებების რჩეული თარგმანები.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. რუსულმა გამომცემლობა „ლიბრიკამ" „ქართული პოეზიის ანთოლოგიის" ორტომეული გამოსცა, რაშიც მონაწილეობა მიიღო თბილისურმა საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „რუსკი კლუბმა".

უნიკალურ წიგნში შესულია ყველაზე ცნობილი და საინტერესო ქართველი პოეტების მიერ ბოლო ასი წლის განმავლობაში შექმნილი ნაწარმოებების რჩეული თარგმანები.

სერგეი ესენინი - Sputnik საქართველო
ესენინის მისტიური თავგადასავალი ტფილისში — ახდენილი წინასწარმეტყველება და პაოლოს თოფი

„ქართული პოეზიის ანთოლოგია საუკუნის განმავლობაში არაერთხელ გამოიცა... ეს კი პირველია (ამჟამად - ერთადერთი), რომელიც ქართველი პოეტების (XX საუკუნის კლასიკოსებისა და XXI საუკუნის ახალგაზრდა პოეტების) თარგმანებთან ერთად ასევე აერთიანებს აფხაზური და ოსური ენებიდან პოეტურ თარგმანებს. ამას გარდა, გამოცემაში საკმაოდ დეტალურადაა წარმოდგენილი გასული ასი წლის განმავლობაში შექმნილი საქართველოს ორიგინალური რუსული პოეზია", – აღნიშნულია „რუსკი კლუბის" განცხადებაში.

ანთოლოგიის გამოცემის „საბაბი" საქართველოს მწერალთა კავშირის 100 წლისთავი გახდა. პროექტის მიზანია გამოჩენილი ქართველი, აფხაზი, ოსი და რუსი პოეტების ერთ, „პოეზიის ტერიტორიაზე" გაერთიანება, რომელმაც არ იცის „არც საზღვრები და არც ომები".

თბილისში ევგენი ევტუშენკოს ხსოვნის საღამო გაიმართება>>

პროექტის ხელმძღვანელები არიან მაყვალა გონაშვილი და ვადიმ პანიუტა, მთავარი რედაქტორია ემზარ კვიტაიშვილი; პროექტის კოორდინატორი და რედაქტორი – ნინა შადური-ზარდალიშვილი. სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან: ვლადიმირ გოლოვინი, ქეთევან ჟღენტი, ოლიკო ჟღენტი, ემზარ კვიტაიშვილი, ანდრეი კრილოვი, მიხაილ ლიაშენკო, ვლადიმერ სარიშვილი, ნინა შადური-ზარდალიშვილი და ანა შახნაზაროვა.

„ანთოლოგიის" პრეზენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0