პარიზის აეროპორტების გაერთიანება საქართველოსთან თანამშრომლობას გააფართოებს

© Sputnik / Alexander Imedashviliტურიატები თბილისის აეროპორტში
ტურიატები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში დამატებითი ინვესტიციები დააბანდოს

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. კომპანია „პარიზის აეროპორტების გაერთიანება“ მზადაა, საქართველოში გამოგზავნოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივ კადრებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში დაეხმარებიან, იუწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

გაერთიანების დელეგაცია მისი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა და მასთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით მეორე ადგილზეა >>

 „პარიზის აეროპორტების გაერთიანება“ კომპანია TAV-ის - თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორის - აქციების 46%-ის მფლობელია. კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან გააფორმა კონტრაქტი 2027 წლამდე. საქართველოს გარდა, კომპანია ხელმძღვანელობს აეროპორტებს თურქეთში, ტუნისში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ლატვიაში, საუდის არაბეთსა და ხორვატიაში.

„კომპანია მზადაა, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში გაგზავნოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჯგუფი, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტების განვითარების გეგმებზე მუშაობენ“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

 „პარიზის აეროპორტების“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გრძელვადიან პერსპექტივაში აქვს განვითარების რესურსი და დამატებით ხუთი მილიონი მგზავრის მომსახურების შესაძლებლობა.

საქართველოს აეროპორტები 2019 წელს რეგულარული და არარეგულარული რეისებით მოემსახურნენ 5,2 მილიონ მგზავრს, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 3,5%-ით აღემატება. ამასთან, მგზავრთა ნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3,1%-ით შემცირდა, მაშინ როცა ბათუმში 4,2%-ით გაიზარდა, ქუთაისში კი - 41,5%-ით.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი შემცირდა

კომპანიამ დამატებითი ინვესტიციების დაბანდების მზადყოფნა გამოხატა.

მხარეებმა განიხილეს ასევე TAV Georgia-ს საქმიანობა. კერძოდ, ოპერირების წესები, საქართველოს მთავრობის მოთხოვნები ოპერატორის მიმართ ტარიფების, ინფრასტრუქტურის, პირდაპირი ფრენების ქსელის გაფართოებისა და ფრენის დროის მენეჯმენტის კუთხით.

საქართველოს მთავრობასთან ეფექტური თანამშრომლობის მიზნით, კომპანიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის მომზადების მზადყოფნა გამოთქვა.

 „გვსურს, საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშაოთ ავიაკომპანიების მოზიდვის სქემა, რათა შეიქმნას ახალი მარშრუტები და საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს,"- ამის შესახებ პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა, აუგუსტინ დე რომანემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხიც წამოიჭრა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების გზები. საქართველოს ისტორია და ბუნება სრულიად შთამბეჭდავია, ტურისტები მთელი მსოფლიოდან უნდა მოვიზიდოთ“, - აღნიშნა აუგუსტინ დე რომანემ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელს 1,4%-ით აღემატება.

2019 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს - 9,3 მილიონს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0