იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში, თბილისისა და ამბროლაურის გარდა.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. 2020 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტები მთლიანობაში 314 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (324,5 ათასი მგზავრი), აცნობეს „Sputnik-საქართველოს" საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

იანვარში, თბილისისა და ამბროლაურის გარდა, მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში.

კერძოდ, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარში 211,5 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 16%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (252,1 ათასზე მეტი მგზავრი).

ავიაკომპანია QATAR Airlines-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში 2019 წელს 3%-ით გაიზარდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში მგზავრთნაკადის შემცირების მიზეზად საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმებას ასახელებენ. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეჩერდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. ამას გარდა, კორონავირუსის გამო პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა ჩინეთთანაც.

2020 წლის იანვარში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. იანვარში აეროპორტი 79,7 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 43%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (55,8 ათასი მგზავრი).

დადებითი ტენდენცია შეინიშნება ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც – 22 ათასზე მეტი მგზავრი, რაც 38%-ით მეტია გასული წლის პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მიმდინარე წლის იანვარში თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი 641 მგზავრს მოემსახურა (ზრდა 60%). გასული წლის იანვარში აღნიშნული აეროპორტი 401 მგზავრს მოემსახურა.

ამბროლაურის აეროპორტი, რომელიც სულ რაღაც სამი წელია ფუნქციონირებს, 88 მგზავრს მოემსახურა, რაც 18%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, უამინდობის გამო ნატახტარი–ამბროლაური–ნატახტარის მიმართულებით სულ შვიდი ავიარეისი განხორციელდა, რაც 22%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელთან (9 რეისი) შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0