ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით მეორე ადგილზეა

© photo: United Airports of Georgia / FBქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამ კატეგორიაში ევროპის აეროპორტებს შორის გასულ წელსაც  ლიდერობდა

 

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. დავით აღმაშენებლის  სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. 

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ–ში მდებარეობს, საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ახორციელებენ. 

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი შემცირდა

აეროპორტი ოფიციალურად 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პრიორიტეტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნაა. ფრენებს ძირითადად უნგრული კომპანია Wizz Air–ი ასრულებს.

ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, 2018  წელთან შედარებით, 41,6 %–ზე  მეტ მგზავრს მოემსახურა. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამ კატეგორიაში ევროპის აეროპორტებს შორის გასულ წელსაც  ლიდერობდა (+52,5%).

წელს პირველ ადგილზე რეიტინგში ჩრდილოეთ  მაკედონიის ქალაქ ოჰრიდის აეროპორტი მოხვდა (+72.1%).

იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 25 მილიონზე მეტია, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენაშია (+17,1%), მეორე კატეგორიაში (10-დან 25 მილიონ მგზავრამდე) კიევის ბორისპოლის აეროპორტი ლიდერობს (+21,1%), მესამე კატეგორიაში (5-დან 10 მილიონ მგზავრამდე) – კრაკოვის აეროპორტი (+24,2%).
დეკემბრის თვის მონაცემებით, ქუთაისი მცირე ზომის აეროპორტებს  შორის ზრდით მეხუთე ადგილზე იყო (+44,6%).

2019 წელს საქართველოს ხუთივე აეროპორტი რეგულარული და არარეგულარული რეისებით მოემსახურა 5,2 მილიონზე მეტ მგზავრს, რაც 3,5%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში. 

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
რატომ მცირდება მგზავრთნაკადი თბილისის აეროპორტში, ხოლო ქუთაისის აეროპორტში - იზრდება

ერთადერთი აეროპორტი, სადაც მგზავრთნაკადი შემცირდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოჩნდა – 2019 წელს ის 3,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 3,1%-ით ნაკლებია, ვიდრე 2018 წელს.

სააგენტოს მონაცემებით, მიზეზი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმება გახდა, ქვეყნებს შორის ავიარეისები 2019 წლის 8 ივლისს შეჩერდა.

ყველაზე დიდი – 41,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს. რუსული ავიაკომპანიები ქუთაისის აეროპორტში რეისებს პრაქტიკულად არ ასრულებდნენ, ერთადერთი რუსული ავიაკომპანია, რომელიც ქუთაისში დაფრინავდა, იყო „ურალის ავიახაზები".

საქართველოს აეროპორტებში 2019 წელს სულ 24,4 ათასზე მეტი რეისი შესრულდა, რაც 2018 წელთან შედარებით 0,7%-ით ნაკლებია. აქედან 21,4 ათასი – რეგულარული რეისი იყო, ხოლო 3 ათასზე მეტი – ჩარტერული.

ყველა ახალი ამბავი
0