Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

უჰანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები კარანტინის შემდეგ სამშობლოში ბრუნდებიან

© photo: AFP 2020 / STRექიმები საავადმყოფოში
ექიმები საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთიდან თურქეთში ევაკუირებულმა საქართველოს სამმა მოქალაქემ კარანტინის ვადა დაასრულეს - მათ კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. უჰანიდან თურქეთში ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები შაბათს სამშობლოში დაბრუნდებიან, განაცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ ტელეარხ Rustavi 2-ის ეთერში.

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა დაიწყეს >>

საქართველოს სამი მოქალაქე უჰანიდან თურქეთის თვითმფრინავით 1 თებერვალს გადაიყვანეს. მათ 14-დღიანი კარანტინი თურქეთში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაიარეს. ისინი რამდენჯერმე შეამოწმეს კორონავირუსზე, მაგრამ არცერთმა სინჯმა დადებითი შედეგი არ აჩვენა.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსს ჩინეთიდან ოფიციალური სახელწოდება მიანიჭა - COVID-2019. ჩინეთის სახმელეთო ნაწილში კორონავორუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 66 492-ს მიაღწია, აქედან 1523 გარდაიცვალა, 8096 განიკურნა. ამჟამად ავად არის 56 873 ადამიანი, მათ შორის 11 053 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაავადდა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2 - რუსეთში.

სიტუაცია ჰონგ-კონგში - Sputnik საქართველო
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1523 ადამიანს მიაღწია

რაც შეეხება საქართველოს, აქ დაავადების გამოვლენის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა.

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

ყველა ახალი ამბავი
0