Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1523 ადამიანს მიაღწია

© photo: Sputnik / Miguel Kandela / გადასვლა მედიაბანკშისიტუაცია ჰონგ-კონგში
სიტუაცია ჰონგ-კონგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰუბეის პროვინციაში ადგილობრივი ექიმები პაციენტების ნაკადს ვერ უმკლავდებიან. ჰუბეიში მთელი ჩინეთიდან 25 ათასზე მეტი მედიკოსი ჩავიდა

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ჩინეთის სახმელეთო ნაწილში კორონავორუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 66 492-ს მიაღწია, აქედან 1523 გარდაიცვალა, 8096 განიკურნა და გაეწერა კლინიკებიდან, იუწყება РИА Новости ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი აქვეყნებს აღნიშნულ ინფორმაციას 31 პროვინციაზე. ამჟამად ავადობს 56 873 ადამიანი, მათ შორის 11 053 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

გარდა ამისა, ჰონგ-კონგში გამოვლინდა ინფიცირების 56 შემთხვევა (აქედან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი გამოჯანმრთელდა). მაკაოში 10 ინფიცირებულია (სამი უკვე გაეწერა კლინიკიდან), ტაივანზე 18 ადამიანი დაავადდა (ერთი გამოჯანმრთელდა).

 Airzena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
როდის აღდგება თბილისიდან ჩინეთში პირდაპირი ავიაფრენები

ამჟამად დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი 169 ათასი ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ბოლო 24 საათში ინფიცირების 2641 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საავადმყოფოებიდან 1373 ადამიანი გაეწერა, გარდაიცვალა 143, მძიმე მდგომარეობაში მყოფთა რაოდენობა ერთ დღე-ღამეში 849-ით გაიზარდა.

ჰუბეის პროვინციაში მთელი ჩინეთიდან კოლეგების დასახმარებლად 25 ათასი მედიკოსი ჩავიდა.

„ამ დროისათვის 217 სამედიცინო ბრიგადა, რომელთა შემადგენლობაშია 25 633 მედმუშაკი, ჰუბეის პროვინციაში გაიგზავნა. გარდა ამისა, პროვინციაში ჯარიდან მივლენილი სამხედრო ექიმები იმყოფებიან“, - აცხადებს ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვან ხეშენი.

ქალაქ უჰანში გაემგზავრა 20 374 მედმუშაკი 181 სამედიცინო ბრიგადის შემადგენლობაში.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
ჯანმო: კორონავირუსით შესაძლოა დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი დაავადდეს

24 იანვრიდან უჰანსა და ჰუბეიში ქვეყნის სხვა რეგიონებიდან იგზავნება როგორც მატერიალური დახმარება, მათ შორის დამცავი სამოსი და ნიღბები, ასევე სპეციალისტები, რადგან ადგილობრივი ექიმები პაციენტების ნაკადს ვერ უმკლავდებიან.

პარასკევის მონაცემებით, 1716 მედიკოსი დაავადდა კორონავირუსით, ექვსი კი გარდაიცვალა.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსს ჩინეთიდან ოფიციალური სახელწოდება მიანიჭა - COVID-2019.

ყველა ახალი ამბავი
0