18:01 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (185)
79 0 0

მას შემდეგ, რაც აშშ-ის მოქალაქეებს შორის კორონავირუსით დაავადების მე-15 შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთი ამერიკული კომპანია COVID-2019-ის ვაქცინის შექმნას შეუდგა

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. აშშ-ში კორონავირუსის  საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა დაიწყეს - ხუთი ფარმაცევტული კომპანია მონაწილეობას პროექტში, რომლის მასშტაბი უტოლდება ბირთვული იარაღის შექმნის მანჰეტენის პროექტს, განუცხადა ტელეარხ Fox Business-ს ინტერვიუში თეთრი სახლის ვაჭრობის საკითხებში მრჩეველმა პიტერ ნავარომ, იუწყება РИА Новости.

თემა განსაკუთრებითა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ხუთშაბათს უჰანიდან ევაკუირებული აშშ-ის მოქალაქის კორონავურისით ინფიცირების მე-15 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. ჩინეთის პროვინცია ჰუბეიდან ევაკუირებული რამდენიმე ასეული ამერიკელი ორკვირიან კარანტინში მოათავსეს.

„აშშ-ში ხუთი დიდი კომპანია მუშაობს ვაქცინის შექმნაზე მასშტაბურ პროექტში, რომელიც მასშტაბით მანჰეტენის პროექტს უტოლდება. იმედი გვაქვს, რომ ნოემბერში 150 მილიონი დოზა გვექნება“, - განაცხადა ნავარომ.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსს ჩინეთიდან ოფიციალური სახელწოდება მიანიჭა - COVID-2019. ჩინეთის სახმელეთო ნაწილში კორონავორუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 66 492-ს მიაღწია, აქედან 1523 გარდაიცვალა, 8096 განიკურნა. ამჟამად ავად არის 56 873 ადამიანი, მათ შორის 11 053 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

 

თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (185)

მთავარი თემები