თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა დაიწყეს - ხუთი ფარმაცევტული კომპანია მონაწილეობას პროექტში, რომლის მასშტაბი უტოლდება ბირთვული იარაღის შექმნის მანჰეტენის პროექტს, განუცხადა ტელეარხ Fox Business-ს ინტერვიუში თეთრი სახლის ვაჭრობის საკითხებში მრჩეველმა პიტერ ნავარომ, იუწყება РИА Новости.
თემა განსაკუთრებითა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ხუთშაბათს უჰანიდან ევაკუირებული აშშ-ის მოქალაქის კორონავურისით ინფიცირების მე-15 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. ჩინეთის პროვინცია ჰუბეიდან ევაკუირებული რამდენიმე ასეული ამერიკელი ორკვირიან კარანტინში მოათავსეს.
„აშშ-ში ხუთი დიდი კომპანია მუშაობს ვაქცინის შექმნაზე მასშტაბურ პროექტში, რომელიც მასშტაბით მანჰეტენის პროექტს უტოლდება. იმედი გვაქვს, რომ ნოემბერში 150 მილიონი დოზა გვექნება“, - განაცხადა ნავარომ.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსს ჩინეთიდან ოფიციალური სახელწოდება მიანიჭა - COVID-2019. ჩინეთის სახმელეთო ნაწილში კორონავორუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 66 492-ს მიაღწია, აქედან 1523 გარდაიცვალა, 8096 განიკურნა. ამჟამად ავად არის 56 873 ადამიანი, მათ შორის 11 053 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.