Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან ახლახანს დაბრუნებული 19 წლის მამაკაცი მოათავსეს

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციის განყოფილება
რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ავად ჯერ კიდევ ჩინეთში გახდა, ინფექციური საავადმყოფოს  ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც ჩინეთიდან 8 თებერვალს დაბრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

19 წლის მამაკაცი ამჟამად ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„კიდევ ერთი პაციენტი შემოვიდა ახლახანს. ეს არის ახალგაზრდა ვაჟი, 19 წლის, რომელიც ქართველია ეროვნებით, მაგრამ ჩინეთში იყო. იქ გახდა ავად 28 იანვარს და როგორც თვითონ ამბობს, იქ გამოურიცხეს კორონავირუსით ინფექცია. როგორც ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექცია, ისე გამოუშვეს. აქ ჩამოვიდა 8 თებერვალს და არ გაუარა რესპირატორულმა ინფექციამ და ამიტომ თავისით მოვიდა. რენტგენოლოგიურად ჩაუტარდა გამოკვლევა და პნევმონია არ აქვს, არც სუნთქვის გაძნელება, არც ლეიკოპენია. ანუ ამ ვირუსის ყველაზე სერიოზული სიმპტომები არ აღენიშნება“, -განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან დაბრუნებული კიდევ ერთი ქალი მოათავსეს

რაც შეეხება კორონავირუსზე გამოკვლევას, ტენგიზ ცერცვაძის თქმით, ახალგაზრდას ხვალ დილით აუღებენ ნაცხს და ხვალვე იქნება პასუხი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მას არ აქვს პნევმონია, სუნთქვის გაგრძელება და სხვა კლინიკური ნიშნები  და თუ ჩინეთში ის უკვე გამოიკვლიეს კორონავირუსზე, სავარაუდოდ, მას ვირუსი არ დაუდგინდება.

რაც შეეხება 26 წლის ქალს, რომელიც კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს, მას კვლევის პასუხებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ის, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერება.

ამ დროისთვის, ჩინეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1369 ადამიანს მიაღწია, ხოლო დაავადებულთა რიცხვმა 48,2 ათასს. სრულად გამოჯანმრთელდა 4740 ადამიანი.

ამ დროისთვის მსოფლიოს 24 ქვეყანაში დაახლოებით  დაავადების 400  შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა ერთი ადამიანი.

გაზსადენი - Sputnik საქართველო
„გაზის არმაგედონი“ - რა ხდება ბაზარზე

რაც შეეხება საქართველოს, დაავადების ფაქტი არ გამოვლენილა. ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 იანვრის შემდეგ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, აღნიშნული პაციენტის გარდა, კიდევ 14-მა ადამიანმა ჩაიტარა კვლევა და მკურნალობა, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუფიქსირდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0