Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან დაბრუნებული კიდევ ერთი ქალი მოათავსეს

© photo: AFP 2020 / STRსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
30 იანვრის შემდეგ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, აღნიშნული პაციენტის გარდა, კიდევ 14-მა ადამიანმა ჩაიტარა კვლევა და მკურნალობა, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუფიქსირდა.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ექიმები 26 წლის ქართველი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან, რომელიც ჩინეთიდან ჩამოფრინდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ექიმების სიტყვებით, პაციენტს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა, დაბალი ტემპერატურა უფიქსირდება.

„ცოტა ხნის წინ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვების მიზნით 26 წლის ქართველი ქალი მიიყვანეს, რომელიც ორი ქვეყნის გავლით ჩინეთიდან საქართველოში „სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. შანხაის, მოსკოვის და ერევნის აეროპორტებში სხეულის ტემპერატურა არ დაფიქსირდა, თუმცა, „სადახლოს“ საბაჟოზე თერმომეტრმა დაბალი (37.4 გრადუსი) ტემპერატურა დაუფიქსირა“, - განაცხადეს ინფექციურ საავადმყოფოში.

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
ჩინურ კორონავირუსს ოფიციალური სახელწოდება მიენიჭა

პაციენტის ანალიზის პასუხები მალე გახდება ცნობილი. ქალი ჩინეთში 6 დეკემბრიდან იმყოფებოდა, ბოლო სამი კვირა კი ქალაქ ფუჯიანში ცხოვრობოდა და კონტაქტი არავისთან ჰქონია და სრულად იზოლირებული იყო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას სიტყვებით, დაკვირვების ქვეშ სამი ადამიანი რჩება, რომლებმაც ინფექციურ საავადმყოფოს ტემპერატურითა და შესაბამისი სიმპტომებთ მიმართეს.

 „საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა. გრძელდება პრევენციული ზომების გატარება, რომლებიც სასაზღვრო ზონებში პაციენტების აქტიურ სკრინინგს ითვალისწინებს. დაკვირვების ქვეშ მუდმივად იმყოფება ორი ან სამი ადამიანი, რომელთაც მაღალი ტემპერატურა და სავარაუდოდ, გრიპის სიმპტომები უფიქსირდებათ. ვიდრე კორონავირუსზე ტესტი არ გაკეთდება, პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იქნებიან“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამ დროისთვის, ჩინეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1369 ადამიანს მიაღწია, ხოლო დაავადებულთა რიცხვმა 48,2 ათასს. სრულად გამოჯანმრთელდა 4740 ადამიანი.

ამ დროისთვის მსოფლიოს 24 ქვეყანაში დაახლოებით  დაავადების 400  შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა ერთი ადამიანი.

რაც შეეხება საქართველოს, დაავადების ფაქტი არ გამოვლენილა. ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 იანვრის შემდეგ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, აღნიშნული პაციენტის გარდა, კიდევ 14-მა ადამიანმა ჩაიტარა კვლევა და მკურნალობა, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუფიქსირდა.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა.


 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0