კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 10-16 თებერვლის პერიოდში

© Pixabay / Franz26თოვლიანი ტყე
თოვლიანი ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თებერვლის შუა პერიოდში ვარსკვლავებსა და პლანეტებს ერთმანეთთან „შეთანხმება“ გაუჭირდებათ. დროის წარმატებულ მონაკვეთებს ცუდი პერიოდები ჩაანაცვლებს, როდესაც საჭირო იქნება სიფრთხილე და დაკვირვებულობა.

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ 10–16 თებერვლის პერიოდი იდეალური დროა ახალი ნაცნობობისთვის როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე სოციალურ ქსელებში.

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი კომფორტის ზონა აქვს, ანუ ადგილი ან ვითარება, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს. ამ კვირაში საჭიროა ზუსტად იცოდეთ, როდის შეიძლება ამ ზონის დარღვევა და როდის – ამ უსაფრთხო „ნაჭუჭში“ დარჩენა. დადგა იმ ადამიანების დრო, რომლებსაც ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა და სიფრთხილე უყვართ.

შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს სიყვარულში 2020 წლის თებერვალში

ვერძი

ვერძები საკმაოდ ეჭვიანები ხართ, განსაკუთრებით, როდესაც საყვარელი ადამიანი თქვენთან ბოლომდე გულახდილი არ არის. ამ კვირაში და განსაკუთრებით, ორშაბათს, სამშაბათსა და უქმეებზე, შესაძლებელია ეჭვიანობის შემოტევები. საჭიროა თავის ხელში აყვანა და უმიზეზო ეჭვიანი ფიქრების თავიდან მოშორება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან, შესაძლოა, სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

სამუშაოს მხრივ კვირის პირველ ორ დღეს სირთულეები გელოდებათ. პლანეტები არცთუ საუკეთესო განლაგებაში იქნებიან, ამიტომ ყურადღებით იყავით გარშემომყოფებთან ურთიერთობებში – მოსალოდნელია, რომ იმედი გაგიცრუოთ ახლობელმა ადამიანებმაც კი. მიზეზის გაგება გაგიჭირდებათ, ამიტომ შედეგებზე იფიქრეთ.

ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა>>

კურო

ძალზე ხელსაყრელი კვირა გელოდებათ. ასტროლოგების რჩევები კვირის დასაწყის დღეებს შეეხება, როდესაც შესაძლებელია გაუგებრობები და ჩხუბი, რომლის ცენტრშიც თქვენ აღმოჩნდებით. სასურველია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გარშემომყოფებს უფრო დაფიქრებით მოეკიდოთ.

ასევე შეეცადეთ, რომ შიშები დაძლიოთ. თქვენ გაბედული ადამიანები ხართ, მაგრამ ხანდახან გრძნობების გადალახვა გიჭირთ. ასტროლოგების დიდი რჩევაა, ამ კვირაში გარშემომყოფებს თქვენი გეგმები არ გაუზიაროთ. სიყვარულში ხელსაყრელი პერიოდი გელოდებათ. გამტკიცდება ურთიერთობები, მაგრამ ამისთვის მეტი მოქნილობა გმართებთ.

გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

ტყუპი

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ამ კვირაში გარშემომყოფებს თქვენ მიმართ მეტი პოზიტიური დამოკიდებულება გაუჩნდებათ. ხშირად შეგაქებენ, მეტად გენდობიან. თქვენი შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარები გაიზრდება, მაგრამ შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები წარმოიშვას. საჭიროა მეტი დასვენება. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას.

საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე რომ საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინოთ, უნდა იყოთ უფრო გულღია, კეთილი და გულისხმიერი. ეს ეხება მათაც, ვინც ეძებს სიყვარულს და მათაც, ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი.

საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, იცხოვროთ არა გუშინდელი, არამედ ხვალინდელი დღით. დროა, გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას ფულისა და სამუშაოს მიმართ. ასტროლოგები გირჩევენ, უარი თქვათ დიდ შენაძენებზე და მხოლოდ აუცილებელზე გაამახვილოთ ყურადღება. ასევე სასურველია, რომ არ გარისკოთ.

სჯობს, ყურადღება გადაიტანოთ უბრალო, მონოტონურ სამუშაოზე, საშინაო საქმეებზე, დაეხმაროთ ახლობლებს. პლანეტებისა და ვარსვლავების მუდმივმა ცვალებადობამ, შესაძლოა თქვენს განწყობაზე მოახდინოს გავლენა. ასეთ პერიოდებში, სჯობს, დაბრკოლებებს გვერდი აუაროთ, რათა შეინარჩუნოთ ძალები და თავდაჯერებულობა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ლომი

სამუშაო დღეებში ძალიან იფრთხილეთ ფულთან დაკავშირებით. დაუფიქრებელმა შენაძენმა, შესაძლოა, თქვენს პირად ან საოჯახო ბიუჯეტს დიდი ზიანი მიაყენოს. რაც შეეხება სამუშაოს, საჭირო არაა, მთელი დრო მას დაუთმოთ – გამონახეთ დრო დასვენების, რელაქსაციის, გართობის, მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.

უქმეებზე აჯობებს, თუ გარემოს შეიცვლით. მოინახულეთ ახლობლები, ნათესავები. მოუსმინეთ მათ რჩევებს – ეს საკუთარი თავის რწმენის მოპოვებასა და ზოგიერთი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. კრიტიკას მარტივად მოეკიდეთ, ღია ნეგატივის გარეშე. არ ღირს ომის ცარიელ ადგილზე დაწყება.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

ქალწული

ნერვული კვირა გელოდებათ. უნდა ეძებოთ დამშვიდების გზები. საოჯახო საქმეები საუკეთესოდ წარიმართება. შეგიძლიათ ნივთები გადაარჩიოთ და ძველმანები გადაყაროთ. დასვენების საუკეთესო ხერხი იქნება წიგნების კითხვა ან ფილმების ნახვა. კარგი დროა მედიტაციისთვის, სულიერი ძიებებისთვის.

ასტროლოგები გირჩევენ, არ გადააბაროთ პასუხისმგებლობა სხვებს. ამან, შესაძლოა, სამსახურსა და სახლში სკანდალები გამოიწიოს. ასევე, არ ინერვიულოთ ყველა წვრილმანზე. თქვენ ბრძენი და მომთმენი ადამიანები ხართ, მაგრამ ამ კვირაში ამის შეცვლა მოგიწევთ. სჯობს, არ გამოხატოთ უკმაყოფილება და არ გაარიტიკოთ გარშემომყოფები, რათა ჩხუბის პროვოცირება არ მოახდინოთ.

ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი

სასწორი

კვირის დასაწყისში კარგი იქნება, თუ საკუთარ პრინციპებს არ უღალატებთ და არ შეცვლით მათ არანაირ პირობებში. სამუშაო დღეებში არ მიატოვოთ დაწყებული პროექტები და ეცადეთ, ისინი ბოლომდე მიიყვანოთ. პარასკევსა და შაბათს უარი თქვით მგზავრობაზე. უქმეებზე მიხედეთ პირად, საოჯახო საქმეებსა და ახლობლებს.

სრულებით შესაძლებელია, რომ ხელმძღვანელობა, კოლეგები და პარტნიორები ძალიან კმაყოფილი დარჩნენ თქვენით. ამისთვის სულაც არაა საჭირო, რომ სამუშაო ადგილზე დარჩეთ ჩეულებრივზე მეტხანს. საკმარისია, უბრალოდ, იყოთ ყურადღებიანი წვრილმანების მიმართ და დროულად შეასრულოთ მათი თხოვნები. არ ღირს კოლეგებთან კამათი და სკანდალების პროვოცირება.

ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით>>

მორიელი

მორიელებს, შესაძლოა, კვირის დასაწყისიდან ცუდი განწყობა შეგექმნათ, დაკარგოთ სამუშაოს მოტივაცია. ასტროლოგები გირჩევენ, ოთხშაბათამდე მოიცადოთ, როდესაც პლანეტები და ვარსკვლავები უფრო ჰარმონიული და პოზიტიური გახდებიან. ამ დღეს გაჩნდება მუშაობის სურვილი. შეიძლება ფიზიკური აქტივობის დაწყება.

ამურულ სფეროში საკმარისი იქნება საკუთარი თავის რწმენა. მამაკაც მორიელებს მეტი სითამამე დაგჭირდებათ, ხოლო ქალებს – მოთმინება და ლოდინის უნარი. ასტროლოგები გირჩევენ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მოწესრიგებას, ძველი ნივთების გადაყრას. ეს თქვენს ენერგეტიკას გაზრდის.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ნეგატიური აზრების ნაკადი შუა კვირაში – ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გელოდებათ. ვარსკვლავები და პლანეტები ძლიერ დისონანსში იქნებიან, რის გამოც გაჩნდება ახალი შიშები და შეირყევა საკუთარი თავის რწმენა. საქმეებში იმოქმედეთ მტიცედ და აქტიურად.

შეუპოვრობა და ზუსტი გათვლა დადებითად აისახება არა მხოლოდ ფინანსურ საქმეებზე, არამედ სასიყვარულო სფეროზეც. კვირის ბოლოს ძალზე ხელსაყრელი დრო დადგება, სამყაროსგან ჩვეულებრივზე მეტ პოზიტივს მიიღებთ. მიუხედავად ამისა, ხარჯებთან დაკავშირებით იფრთხილეთ. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, ბრმად არ ენდოთ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ეს არ დაუმსახურებიათ.

2020 წლის რომელი თვე იქნება თქვენთვის ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

თხის რქა

თხის რქებს საკმაოდ პოზიტიური პერიოდი გეწყებათ, რაც ვარსკვლავებისა და პლანეტების შესანიშნავი განლაგებითაა გამოწვეული. განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ საყიდლები, გართობა, ახალი ნაცნობობა და რომანტიკა. წაგადგებათ სახლიდან ხშირად გასვლა, სეირნობა.

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მთელი შვიდი დღე სამუშაოს დაუთმოთ. დადებითი ემოციების მოტანა შეუძლია როგორც დასვენებას, გართობას, ისე საქმეებს. არ დაივიწყოთ ასევე ურთიერთობები მეორე ნახევართან, ბავშვებთან, მშობლებთან თუ მეგობრებთან. კვირის ბოლოს შეგიძლიათ საკუთარ სახლში შეკრიბოთ ახლობლები და დღესასწაული მოაწყოთ.

მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები

მერწყული

მერწყულებს დიდი ცხოვრებისეული ცვლილებების დრო გიდგებათ. ვარსკვლავები და პლანეტები ახლა ძალზე დინამიკური და აღმშენებლობითი არიან. ცხოვრება კარდინალურად შეიძლება შეიცვალოს როგორც სასიყვარულო, ისე სამუშაო სფეროში. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენთვის საბედისწერო პერიოდი დგება.

ასტროლოგები გირჩევენ, არ უღალატოთ პირად ტრადიციებსა და წესებს, არ იკამათოთ გარშემომყოფებთან, თავი ხელში აიყვანოთ. განწყობის ამაღლება საყიდლებზე წასვლით შეიძლება. თუ სამუშაოს მიუძღვნით თავს, ეს კარგი საშუალება იქნება კარიერულ კიბეზე ასვლის ან სახსრების გაუმჯობესებისთვის. მოუსმინეთ საკუთარ გულს.

რა დევიზით ჩაივლის 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

თევზები

თუ გყავთ მეორე ნახევარი, საყვარელი ადამიანი, მოუსმინეთ მას – შესაძლოა, სადმე წასვლა, გარემოს შეცვლა მოუნდეს. სჯობს, მისი თხოვნა არ უგულებელყოთ. მნიშვნელოვანია, რომ მატერიალური კეთილდღეობის დევნაში უფრო მნიშვნელოანი – სიყვარული, მეგობრობა არ დაკარგოთ. კვირის დასაწყისში, არ არის გამორიცხული, რომ ეჭვიანობამ და უსაფუძვლო განცდებმა „შემოგიტიოთ“.

სამსახურში, სჯობს, მეტი ურთიერთობები იქონიოთ პასუხისმგებლიან და საიმედო ადამიანებთან, რომლებიც არ გიღალატებენ და დაიმედებულს ბოლო მომენტში არ გეტყვიან უარს. გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა, დაიწყეთ ახალი საქმეები, მაგრამ არ ღირს გრძელვადიანი საქმეების დაგეგმვა. აქცენტი გადაიტანეთ ამჟამად მნიშვნელოვან საქმეზე.

ყველა ახალი ამბავი
0