Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოორნავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ SARS-ის ეპიდემიის დროს გარდაცვლილთა რიცხვს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიტესტ-სისტემა ახალი კორონავირუსისთვის
ტესტ-სისტემა ახალი კორონავირუსისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
8 თებერვლის ღამის მდგომარეობით ჩინეთის სახმელეთო ნაწილში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 811-ს მიაღწია, ერთი დაიღუპა ჰონგ-კონგში, კიდევ ერთი - ფილიპინებზე.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ერთ თვეში გადააჭარბა 2002-2003 წლებში ატიპიური პნევმონიის (SARS) მთელი ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობას, ამას სტატისტიკური მონაცემები მოწმობს.

8 თებერვლის ღამის მდგომარეობით ჩინეთის სახმელეთო ნაწილში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 811-ს მიაღწია, ერთი დაიღუპა ჰონგ-კონგში, კიდევ ერთი - ფილიპინებზე.

ჰონგ-კონგის მცხოვრები თავს იცავს კორონავირუსისგან - Sputnik საქართველო
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 722-ს მიაღწია

ახალი კორონავირუსის მსხვერპლთა ჯამური რაოდენობა გაუტოლდა SARS-ით დაღუპულთა რაოდენობას 2003 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) 2002 წლის 1 ნოემბერიდან მოყოლებული სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ამასთან ჯანმოში იტყობინებოდნენ, რომ დროთა განმავლობაში ციფრები შეიძლება შეიცვალოს.

მოგვიანებით ჯანმომ გამოაქვეყნა ახალი სტატისტიკა უკვე 2003 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით, რა დროსაც SARS-ის მსხვერპლთა რიცხვმა თითქმის 30 ქვეყანაში 774-ს მიაღწია.

იმ რამდენიმე თვეში იმ ქვეყნების ლაბორატორიებში, სადაც გარდაცვალების შემთხვევები გამოვლინდა, დეტალური კვლევები და განმეორებითი ტესტები ჩატარდა, შედეგად ციფრები შეიცვალა. მაგალითად, ტაივანზე თავდაპირველად აცხადებდნენ 84 მსხვერპლის შესახებ, მაგრამ განმეორებითი კვლევების შემდეგ დადგინდა, რომ SARS-ით 37 ადამიანი გარდაიცვალა. ხმელეთზე რიცხვი გაიზარდა 348-დან 349-მდე, როგორც ჰონგ-კონგში - 289-დან 299-მდე, კანადაში შემცირდა 38-დან 43-მდე, სინგაპურში იყო 3, გახდა 33 და ა.შ.

დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობაც შეიცვალა: ძველი სტატისტიკით იყო 8437, ახლით - 8096. SARS-ის ეპიდემიის დროს რუსეთში გამოვლინდა მხოლოდ ერთი შემთხვევა - 2003 წლის 5 მაისს, პაციენტი გამოჯანმრთელდა.

თუმცა ჩინეთის და სხვა ქვეყნების სპეციალისტები, ასევე ჯანმოში გამუდმებით აცხადებენ, რომ SARS-ის ეპიდემია კორონავირუსის ამჟამინდელ აფეთქებაზე გაცილებით საშიში იყო, რადგან SARS-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 9,5%-ს შეადგენდა, ხოლო ახალი კორონავირუსის - დაახლოებით 2,2%-ს.

შანხაის აეროპორტში - Sputnik საქართველო
საქართველოს სამ მოქალაქეს ჩინეთიდან კვირას დააბრუნებენ

გარდა ამისა, კორონავირუსის შემთხვევაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ბოლო მონაცემებით კლინიკებიდან უკვე 2649 ადამიანი გაეწერა. ამ კვირის ყოველდღიური სტატისტიკის მიხედვით, დადებითი დინამიკა ცხადია. 3 თებერვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებიდან გაეწერა 157 ადამიანი (ჰუბეიში - 125), 4 თებერვალს - 262 (ჰუბეიში -125), 5 თებერვალს - 261 (ჰუბეიში - 113), 6 თებერვალს - 387 (ჰუბეიში - 184), 7 თებერვალს - 510 (ჰუბეიში - 298), 8 თებერვალს - 600 (ჰუბეიში - 324).

ჩინეთში კორონავირუსით აშშ-ის მოქალაქე გარდაიცვალა >>

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაავადდა 190 ადამიანი, ერთი კი დაიღუპა. ჯანმომ აღნიშნული დაავადების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო სიტუაციად შეაფასა. რუსეთში დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა - იმიერბაიკალეთის მხარეში და ტიუმენის ოლქში. ორივე დაავადებული ჩინეთის მოქალაქეა.

ყველა ახალი ამბავი
0