თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. უჰანში ახალი ტიპის კორონავირუსით აშშ-ის მოქალაქე გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости გაზეთ New York Times-ზე დაყრდნობით.
გამოცემის მონაცემებით, ამერიკელი მამაკაცი 60 წლის იყო და ის ხუთშაბათს გარდაიცვალა.
„გულწრფელად ვუთანაგრძნობთ ოჯახს ამ დანაკარგის გამო“, - განაცხადა პეკინში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა არ იძლევა უფრო დეტალურ კომენტარს ოჯახის პირადი ცხოვრებისადმი პატივისცემის გამო.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ჩინეთში დაინფიცირდა 34,5 ათასზე მეტი ადამიანი, აქედან 722 გარდაიცვალა.