Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჩინეთში კორონავირუსით აშშ-ის მოქალაქე გარდაიცვალა

© photo: AFP 2020 / STRექიმები
ექიმები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი მამაკაცი 60 წლის იყო და ის ხუთშაბათს ჩინეთის ქალაქ უჰანში გარდაიცვალა. აშშ-ის საელჩო დეტალურ ინფორმაციას ოჯახის შესახებ არ ავრცელებს

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. უჰანში ახალი ტიპის კორონავირუსით აშშ-ის მოქალაქე გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости გაზეთ New York Times-ზე დაყრდნობით.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
საქართველოს სამ მოქალაქეს ჩინეთიდან შაბათს დააბრუნებენ

გამოცემის მონაცემებით, ამერიკელი მამაკაცი 60 წლის იყო და ის ხუთშაბათს გარდაიცვალა.

„გულწრფელად ვუთანაგრძნობთ ოჯახს ამ დანაკარგის გამო“, - განაცხადა პეკინში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა არ იძლევა უფრო დეტალურ კომენტარს ოჯახის პირადი ცხოვრებისადმი პატივისცემის გამო.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ჩინეთში დაინფიცირდა 34,5 ათასზე მეტი ადამიანი, აქედან 722 გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0