9 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / genorceგაზაფხულის ყვავილები ფეხსაცმელში
გაზაფხულის ყვავილები ფეხსაცმელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 9 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

1-10 თებერვალი

ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან - 21 იანვარი - 19 თებერვალი.

1-10 თებერვლის პერიოდი მერწყულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

© FB/ Zodiac Signsმერწყული
9 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
მერწყული

ამ პერიოდში დაბადებული ადამიანების ხასიათს მერკური მართავს, ანიჭებს მათ სინაზეს, ემოციურობას, ჭკუასა და წინასწარმეტყველების უნარს. და ეს მათ მრავალი განსაცდელის თავიდან არიდებაში ეხმარება.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 42, 50, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა - ფითრი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება

ესენი არიან მომხიბლავი ადამიანები განსაკუთრებული შარმით. არიან შესანიშნავი, ვნებებით აღსავსე საყვარლები. იციან რა საკუთარი მომხიბლაობა, თავიანთ საუკეთესო თვისებებს ოსტატურად წარმოაჩენენ და იყენებენ ცხოვრებაში.

9 თებერვალს დაბადებულები

9 თებერვალს დაბადებულები მიზანსწრაფული, თავდაჯერებული, ნებისყოფიანი და ძლიერი პიროვნებები არიან. მტკიცე და ჯიუტი ხასიათით ბევრს აღწევენ ცხოვრებაში, მაგრამ, ამავე დროს, რომანტიკაც მათთვის უცხო არ არის. კარგი ინტუიცია მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ეს ადამიანები კეთილი და გულისხმიერი არიან. არიან შესანიშნავი მეგობრები, რომლებიც მუდამ მხარში უდგანან მათ გაჭირვების ჟამს. ამიტომ მათ ენდობიან, მათი იმედი აქვთ - ეს მართალიცაა, ისინი არასდროს უღალატებენ მეგობრებს და დახმარების ხელს ყოველთვის გაუწვდიან. ამ დღეს დაბადებულები გატაცებული არიან მისტიკით, ოკულტიზმით, ასტროლოგიით. მათი ცხოვრება მდიდარი და მოვლენებით აღსავსეა, სულ მოძრაობაში არიან. მათ იციან, როგორ გამოიმუშაონ ფული - ფინანსები მათი მოწოდებაა. მათ ოჯახებში, ჩვეულებრივ, კომფორტი და მეგობრული ატმოსფეროა.

ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

9 თებერვალს დაბადებულებს უყვარ ბობოქარი ცხოვრება და მის ეპიცენტრში ყოფნა. მათ ახასიათებთ სპონტანური და მოულოდნელი საქციელი, რამაც შეიძლება ავნოს. მათ უნდა გააკონტროლონ თავიანთი ასეთი ქმედებები და თავშეკავება ისწავლონ. სწორად მიმართული ენერგია მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე არაკონტროლირებადი ნაკადი. მათი ენთუზიაზმი უნდა გაკონტროლდეს, რათა ერთხელაც არ აფეთქდეს და არ გადაიწვას. ამ დღეს დაბადებულები უფრო მეტად მხარს უჭერენ იმ ახლობლებსა და მეგობრებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. მათ ცხოვრების გზაზე არაერთი სირთულე ხვდებათ, მაგრამ მრავალი უნარის მქონენი, ცხოვრების მიმართ სიმტკიცესა და მდგრადობას გამოიმუშავებენ და არ ივიწყებენ წარსულ გამოცდილებას. ასევე, მათ შეუძლიათ, ნეგატიური ვითარება პოზიტიურისკენ შემოაბრუნონ.

ჩანჩქერი ანხელი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მერწყული

მათი მთავარი პრინციპია - მე ეს უკვე გამოვლილი მაქვს, ამიტომ სხვაზე უკეთ ვიცი თქვენი მდგომარეობა. ისინი თითქოს თავიანთი მაგალითით ეხმარებიან სხვებს. ამიტომ ამ დღეს დაბადებულების მიმართ ბევრი ადამიანია სიმპათიით გამსჭვალული. ზოგჯერ ისინი თავს დატეხილ პრობლემებს ვერ უძლებენ და ტყდებიან, რაც გარეგნულადაც შეიმჩნევა - თუნდაც ტანსაცმლის მიხედვით, რომელიც პეწს კარგავს. და მაინც, 9 თებერვალს დაბადებულებს ადვილად ვერაფერი ტეხს, ისინი განაგრძობენ ბრძოლას გამარჯვებამდე. მათ საქმიანობას ბოლო არ უჩანს, ხოლო შინაგანი ბრძოლა ნათელსა და ბნელს შორის უწყვეტად მიმდინარეობს.

მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი>>

9 თებერვალს დაბადებულები ხანდახან აგრესიული და არაპროგნოზირებადი არიან. თუ კარგ განწყობაზე იმყოფებიან, მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა, ხოლო თუ ცუდზე - სჯობს, შტორმს ელოდოთ და მათი თვალთახედვიდან გაქრეთ. ამ დღეს დაბადებულებს თავიანთი პესიმიზმის შეკავება უჭირთ და თავს არწმუნებენ მის აუცილებლობაში. მიუხედავად ამისა, მათ მართლაც დიდი ნებისყოფა აქვთ, რაც რთულ და ექსტრემალურ სიტუაციებში ვლინდება. თუმცა, მათი ძალისხმევის ნაწილი ხანდახან სასურველ შედეგს არ იღებს. ამ დღეს დაბადებულებისთვის აუცილებელია სტაბილურობა, რასაც ერთგული მეგობრები ნაწილობრივ შეუწყობენ ხელს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში

ჯანმრთელობა

9 თებერვალს დაბადებულებს ცხოვრებისეული პერიპეტიები ქანცს აცლის და ხშირად დეპრესიულ მდგომარეობამდე მიჰყავს. ისინი უნდა მოერიდონ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს - ეს მათ დეპრესიას კიდევ უფრო გააღრმავებს. ამ დღეს დაბადებულებმა უნდა გააკონტროლონ ემოციები, რათა არ დაუშვან ნერვული აღგზნებადობა. დიეტა მათ მეტაბოლიზმს დაამშვიდებს. თუ კვების რეჟიმს არ დაიცავენ, წყლულს ვერ გადაურჩებიან. ფიზიკური დატვირთვების მხრივ წაადგებათ მსუბუქი სავარჯიშოები - სიარული, სეირნობა, ცურვა, იოგა.

რჩევა:

იყავით საქმეების კურსში. მოერიდეთ სხვის ნეგატივს, რომ ამან თქვენზე არ იმოქმედოს. შესაძლოა, თქვენი მოთხოვნები სხვების მიმართ არასწორია, იფიქრეთ ამაზე. გააანალიზეთ საკუთარი თავი, როგორ გამოიყურებით სხვების თვალში. ხანდახან თქვენი გაგება რთულია.

ყველა ახალი ამბავი
0