კონტრაქცია თბილისში: ნაცმოძრაობის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან თავისი კვალი დატოვეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliახალი საპროტესტო აქცია თბილისში. 5 თებერვალი
ახალი საპროტესტო აქცია თბილისში. 5 თებერვალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის წინ არსებული დროებითი მწვანე ღობე პოლიტიკური ძალების პროტესტის გამოსახატავ ერთგვარ პლატფორმად იქცა

თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის წინ აღმართულ მწვანე ღობეს ახლა ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ლიდერების ფოტოები ამშვენებს, იუწყება პირველი არხი.

„სირცხვილია" და „თავისუფლება პოლიტპატიმრებს": ოპოზიციამ პარლამენტთან ღობე „გაალამაზა“ >>

ოთხშაბათს დილით ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას ღობეს წააწერეს „სირცხვილია“ და „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
„მათ არ აქვთ მორალური უფლება" – "ნაცმოძრაობის" მოწინააღმდეგეები პარლამენტთან შეიკრიბნენ

მწვანე ღობე პარლამენტთან თბილისის მერიის განკარგულებით იანვარში გაჩნდა. ოფიციალური მიზეზი - პარლამენტის წინ მოედნის კეთილმოწყობაა, სადაც ნახევარი წლის განმავლობაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

ახალი პლაკატები გააკრეს მოძრაობის „შეინარჩუნე სიცოცხლე“ წარმომადგენლებმა, შემდეგ კი წითელი საღებავით სიმბოლურად ხელის ანაბეჭდები დატოვეს.

„დღეს აქ იყო აქცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიას პარტია მოვიდნენ... ხალხი, რომელმაც ასობით ადამიანი დახოცა ნამდვილი ტყვიებით და პასუხისმგებლობაც არ აიღო, გამოდის დღეს და ძალადობაზე, დიქტატურაზე საუბრობს. თითქოს თვითონ იყვნენ მშვიდობის მტრედები. ამ ხალხს არ აქვს უფლება მოატყუოს ხალხი, რომ არიან დემოკრატები“, - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა მონაწილე სოსო რობაქიძემ, რომლის შვილიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დაიღუპა.

რობაქიძის თქმით, იგი არ დაუშვებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ყოფილი თანამებრძოლები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.

რობაქიძის საქმე

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ოქრუაშვილი განაჩენს ციხეში დაელოდება

19 წლის ამირან რობაქიძე 2004 წლის ნოემბერში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა.

ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობას ფართო რეზონანსი მოჰყვა. ოპოზიციამ ეს საქმე ხელისუფლების მიერ ფალსიფიცირებულ საქმეთა რიცხვს მიაკუთვნა.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ საქმის ხელახლა გამოძიება დაიწყო. ახალი გამოძიების შედეგად დააკავეს შსს-ს ხუთი ყოფილი ჩინოვნიკი, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავეებად ცნო.

ყველა ახალი ამბავი
0