ირაკლი ოქრუაშვილი განაჩენს ციხეში დაელოდება

გამოწერა
სასამართლო პროცესზე ბრალდების ორი მოწმე და შსს-ს პრეს-სამსახურის ერთი თანამშრომელი გამოკითხეს, ასევე განიხილეს ექს-მინისტრისთვის აღკვეთის ზომის შეცვლის საკითხი.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა, იუწყება პირველი არხი.

ოქრუაშვილსა და ადეიშვილს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინათ>>

ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. მას თბილისში 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე არეულობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ედება ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას გამოძიებისა და სასამართლო გარჩევის დასრულებამდე პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიტიკოსს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დარჩება

სასამართლო პროცესზე ხუთშაბათს ორი გამომძიებელი და შსს-ს პრეს-სამსახურის ერთი თანამშრომელი გამოკითხეს.

გამომძიებლებმა მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს, ხოლო პრეს-სამსახურის თანამშრომელმა – იმ ვიდეომასალაზე, რომელიც შსს-ს პრეს-სამსახურმა 20 ივნისს გადაიღო.

თავად ბრალდებული სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა.

პროცესზე ასევე განიხილეს ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ზომის შეცვლის საკითხი, თუმცა სასამართლომ ის უცვლელი დატოვა.

ოქრუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები: გამოხმაურება სოციალურ ქსელებში, და არა მხოლოდ...>>

„ერთსა და იმავე პერიოდში სხვადასხვა გამომძიებელი ზუსტად იდენტურ სიტყვებს იყენებს და გრამატიკულ შეცდომებს უშვებს სხვადასხვა ჩვენებაში. ეს არის, რა თქმა უნდა, შეკითხვების არსებობის საფუძველი. გარდა ამისა, კონკრეტული გამომძიებელი აცხადებს, რომ კონფლიქტი 20 ივნისს მოხდა საზოგადოებასა და პოლიციას შორის და პრაქტიკულად პოლიციამ, ანუ მხარემ გამოიძია საქმე, რაც ობიექტურობას ვერ შეუწყობდა ხელს", – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ოქრუაშვილი თავად ირაკლი ოქრუაშვილმა დაიჭირა?

საქმეზე მორიგი პროცესი 23 იანვარს არის ჩანიშნული.

საპროტესტო აქცია 20 ივნისს არეულობაში გადაიზარდა. მანიფესტანტები პარლამენტში შესვლას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამით თბილისში 240 ადამიანი დაშავდა.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. ერთია პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება და მეორე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა და ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები.

ყველა ახალი ამბავი
0