სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს – ქართველი მოჭიდავე სერბეთის სახელით იასპარეზებს

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიზურაბ დათუნაშვილი
ზურაბ დათუნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც უფრო ადრე დათუნაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, მას არ სურს საქართველოს დატოვება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის მოქალაქეობა მიიღო და ამიერიდან ამ ქვეყნის სახელით იასპარეზებს, იუწყება ქართული მასმედია.

პირველი დიდი შეჯიბრება, რომელზეც დათუნაშვილი სხვა ქვეყნის სახელით გამოვა, იქნება ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში, რომელიც რომში 10-16 თებერვალს გაიმართება.

ზურაბ დათუნაშვილი - Sputnik საქართველო
კარიერის დასასრული თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა – ქართველი მოჭიდავის დილემა

როგორც ჟურნალისტებთან სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზელიკო ტრაიკოვიჩმა განაცხადა, ევროპის ჩემპიონატი დათუნაშვილისთვის ტოკიოს ოლიმპიადის წინ რეპეტიცია გახდება. სერბეთი დათუნაშვილისგან ლიცენზიასა და ოლიმპიადიდან მედალს ელოდება.

აღსანიშნავია, რომ დათუნაშვილი სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში 2019 წლის გაზაფხულიდან ვარჯიშობს. სპორტსმენი იმედოვნებდა, რომ სერბეთის პასპორტის მიღებას ზაფხულში შეძლებდა, მაგრამ დოკუმენტის გაცემის პროცესი გაჭიანურდა.

სკანდალი ზურაბ დათუნაშვილის საქართველოს ნაკრებიდან წასვლის გარშემო მას შემდეგ აგორდა, რაც სპორტსმენსა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს შორის ინციდენტი მოხდა.

ზურაბ დათუნაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ფალავანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ინციდენტი 2019 წლის 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს მოხდა. დათუნაშვილი რობერტ ქობლიაშვილს შეხვდა. ის არ დაეთანხმა მსაჯის გადაწყვეტილებას. პროტესტი ჯერ სიტყვიერ, ხოლო შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბში გეგა გეგეშიძეც ჩაერთო. როგორც დათუნაშვილი ამტკიცებდა, ამ უკანასკნელმა მას სახეში ლითონის საგანი ჩაარტყა.

დათუნაშვილი მოითხოვდა, რომ გეგეშიძეს თანამდებობა დაეტოვებინა, თუმცა ასე არ მოხდა. სპორტსმენმა გეგეშიძეს სასამართლოშიც უჩივლა, მაგრამ ის გირაოთი გაათავისუფლეს.

მოჭიდავეების სკანდალი საქართველოში – ფედერაციის პრეზიდენტი მომხდარს ნანობს>>

როგორც უფრო ადრე ზურაბ დათუნაშვილმა თავის ინტერვიუში განაცხადა, მას საქართველოს დატოვება არ სურს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0