თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა ზურაბ დათუნაშვილმა (-80 კგ) სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში 25 წლის დათუნაშვილმა ბელორუსი რაძიკ კულიევი ანგარიშით 4:2 დაამარცხა, ორი წლის წინ მოპოვებული ტიტული დაიცვა და ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა. თუმცა, შარშანდელ ტურნირზე რიგაში დათუნაშვილი 75 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ნოვი სადში საერთო ჯამში შვიდი მედალი მოიპოვა: თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ოქრო და სამი ბრინჯაო, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეებმა — ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.
ზურაბ იაკობაშვილი (-65 კგ) — ბრინჯაო
ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ) — ბრინჯაო
გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) — ბრინჯაო
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ზურაბ დათუნაშვილი (-80 კგ) — ოქრო
გოგა გოგიბერაშვილი (-66 კგ) — ბრინჯაო
ლევან არაბული (-130 კგ) — ბრინჯაო