შეკვეთილი მკვლელობის საქმე საქართველოში: დასახელდა პოტენციური მსხვერპლის ვინაობა

© photo: Sputnikსუსის შენობა
სუსის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისსა და ბათუმში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს და თბილისში ორი ძმის მკვლელობა აღკვეთეს.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. შეკვეთილი მკვლელობის პოტენციური მსხვერპლები ტყუპები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები არიან, იუწყება გაზეთი „რეზონანსი“. სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) დანაშაულის აღკვეთის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა.

სუსის მონაცემებით, ძმების მკვლელობის ორგანიზატორი საქართველოს და უკრაინის კრიმინალური წრეების სამი წარმომადგენელია. დანაშაული 20 ათასი დოლარის სანაცვლოდ უკრაინის მოქალაქეს უნდა ჩაედინა. ადგილზე უკრაინის მოქალაქემ ქართველი თანამზრახველებისგან იარაღისა და  ასაფეთქებელი მოწყობილობისთვის სახარჯო ფული მიიღო. სუსმა დააკავა მკვლელობის მომზადებაში მონაწილე საქართველოს ექვსი მოქალაქე, მათ შორის ორი ორგანიზატორი. პოტენციური „ქილერი“ დააკავეს ხარკოვში, ხოლო უკრაინელი დამკვეთის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შეკვეთილი მკვლელობა და კილოგრამი „ტროტილი“: საქმის დეტალები

ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყებოდა, რომ ძმების მკვლელობის ორგანიზატორის მიზანი კონკურენტების მოშორება იყო. მაგრამ რომელ სფეროში, ეს დღემდე უცნობი რჩება, რადგან ძმებ ფეიქრიშვილების შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი რაღაც ბიზნესით არიან დაკავებული.

თუმცა, ქართულმა მედიამ დაადგინა შემდეგი გარემოება: კრიმინალური წარსულის მქონე ძმებ ფეიქრიშვილებს ჰქონდათ შექმნილი დაჯგუფება, რომელიც ღიად უპირისპირდებოდა კრიმინალური ავტორიტეტის, გია ჯოხაძის ძმის, სოსოს დაჯგუფებას. ეს უკანასკნელი 2016 წელს თბილისის ცენტრალურ რაიონში მოკლეს. მისი მკვლელობისთვის დაკავებული ბადრი ნათობაძე ფეიქრიშვილების ახლო მეგობარი იყო.

ერთ-ერთი ძმა, გიორგი ფეიქრიშვილი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ორჯერ იყო დაკავებული.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალები: პროკურატურამ სპეცრაზმის მოქმედება გაამართლა >>

მეორე ძმა, დავითი ფიგურირებდა უკანონო ფსონების საქმეში 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს. ამ ფსონებით მოგებული ფულის ნაწილით ე.წ. ობშჩაკი ივსებოდა. ფეიქრიშვილმა ბრალი აღიარა, მასთან საპროცესო გარიგება გაფორმდა. 2010 წელს მას ორი წლით პატიმრობა და ოთხი წლით პირობითი სასჯელი ხუთწლიანი გამოსაცდელი ვადით მიუსაჯეს. სასამართლომ მას დამატებით 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

გარდა ამისა, მედიამ დაადგინა, რომ ბოლო დროს ორივე ძმა ქალაქში დაცვით გადაადგილდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0