თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალები: პროკურატურამ სპეცრაზმის მოქმედება გაამართლა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ სპეცრაზმელი, რომელმაც თემირლანს ესროლა, აუცილებელი თავდაცვის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელმა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით იმიტომ გაისროლა, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ პროკურატურის გამომძიებლები, რომლებიც პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ორი წელი მუშაობდნენ.

პროკურატურა - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია პანკისში: თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე დაიხურა

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) იგი ცნობილ ტერორისტ აჰმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილად ცნო. როგორც სუს-ში განმარტეს, სპეცრაზმელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც შენიშნა, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. დაჭრილი მაჩალიკაშვილი ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მაჩალიკაშვილის ოჯახი მთელი ამ ხნის მანძილზე თემირლანის უდანაშაულობას ამტკიცებდა და აცხადებდა, რომ თემირლანს ხელში არა ხელყუმბარა, არამედ ტელეფონი ეჭირა, ხელყუმბარა კი სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა უკვე სროლის შემდეგ დაუდეს. გარდა ამისა, თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებდა, რომ მის შვილს ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა თემირლან მაჩალიკაშვილის ჩატაევთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის, იმ ბინაში აღმოჩენილი, სადაც იმალებოდა ჩატაევი და ასევე მათი კონტაქტის ამსახველი ვიდეოკადრები.

რა დაადგინა პროკურატურამ

124 მოწმის გამოკითხვისა და 10-ზე მეტი ექსპერტიზის ჩატარების შედეგად პროკურატურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ სუს-ის ვერსია სინამდვილეს შეესაბამება.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
ტერორისტი თუ მსხვერპლი? – სტრასბურგში მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

ამასთან, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ხელყუმბარა სახლის ჩხრეკისას იქნა ამოღებული და ხელყუმბარის ამოღების შესაბამის ოქმს ხელი მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოაწერა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ხელყუმბარაზე თემირლანის სისხლი იყო.

„სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მათი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მაჩალიკაშვილის ოჯახის საქმე

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა შვილის სიკვდილისთანავე საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო და შვილის სიკვდილში დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვა.

პროკურატურა - Sputnik საქართველო
სოსო გოგაშვილი: „მაჩალიკაშვილს რომ რამე დაუშავდეს, მე ვიქნები ეჭვმიტანილი"

2019 წლის მაისში სუს-მა მის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების ბრალდებით საქმე აღძრა.

საქმის მასალების თანახმად, მალხაზ მაჩალიკაშვილი უწყების უფროსის პირველი მოადგილის იოსებ (სოსო) გოგაშვილის მოკვლას გეგმავდა და მარტში აღნიშნულ საქმეში დახმარება საკუთარ ძმიშვილს მორის მაჩალიკაშვილს სთხოვა.

ამის მტკიცებულებად სუს-მა ჩეჩნურ ენაზე ორი მამაკაცის საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ერთ-ერთი ხმა მაჩალიკაშვილის მსგავსია.

ამ დროისთვის მორის მაჩალიკაშვილი 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე არეულობების საქმეზეა დაკავებული. მას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის მუხლით „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“.

 

ყველა ახალი ამბავი
0