Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსი: საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა

© AP Photo / Kin Cheungკორონავირუსი ჩინეთში
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობამ შეიმუშავა საგანგებო გეგმა, რომელშიც მკაფიოდ არის გაწერილი კონკრეტული სახელმწიფო უწყებების ქმედებები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მინიმიზაციის კუთხით

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ჩინეთთან ავიამიმოსვლის გაუქმება 29 მარტამდე, ამ ქვეყნიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის აკრძალვა და მკაცრი კონტროლი საზღვრებზე - საქართველოს მთავრობა ასე აპირებს ბრძოლას კორონავირუსთან.

„ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ შესახებ პრემიერ-მინისტრის განკარგულების დამტკიცების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჩინური გემი ფოთის პორტში შემოვიდა: არის თუ არა კორონავირუსის საფრთხე >>

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან. ექსპერტებმა კვლევებით დაადგინეს, რომ დაავადებას წარმოშობს კორონავირუსის ახალი ტიპი 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის ადამიანს ადამიანისგან გადაედება.

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 5999 ადამიანს მიაღწია (კიდევ 9239 ადამიანი დაკვირვების ქვეშაა). 132 ადამიანი გარდაიცვალა, 104 - განიკურნა. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა, დაინფიცირების შემთხვევები კიდევ 15 ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველოში კორონავირუსით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთში - Sputnik საქართველო
ბათუმში მედიკოსები ორი ჩინელის მდგომარეობას აკვირდებიან

სამოქმედო გეგმაში მკაფიოდ გაწერილია, როგორ უნდა იმოქმედონ სამთავრობო უწყებებმა საქართველოში კორონავირუსით დაავადების შემთხვევების დაფიქსირებისას.

დაავადების პრევენციის მიზნით 29 მარტამდე ჩინეთთან ავიამიმოსვლა გაუქმდა და ამ ქვეყნიდან ცხოველთა იმპორტი აიკრძალა.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს საქართველოში დაავადების გამოვლენის შემთხვევაში დაევალა თავისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, დაავადების შემთხვევების დროული გამოვლენისთვის პროტოკოლის შედგენა, ჯანმოს ლაბორატორიაში ყველა საეჭვო და დადებითი შედეგის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში ევაკუაციის უზრუნველყოფა, მედპერსონალისთვის ჯანმოს რეკომენდაციების გაცნობა და ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კონტროლის გამკაცრება.

შსს-ს დაევალა სამედიცინო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პაციენტების ტრანსპორტირებისას დახმარების გაწევა და ყველა სახელმწიფო და სტრატეგიული ობიექტის დაცვის უზრუნველყოფა.

ელჩი: ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს >>

პოლიციის და საბაჟოს თანამშრომლები გამშვებ პუნქტებზე შემოსულ მგზავრებს დაურიგებენ სპეციალურ „სამახსოვროს“ და ჯანმოს შეფასებით მაღალი საფრთხის შემთხვევაში ჩამომსვლელთა შესახებ მონაცემებს შეაგროვებენ.

ზემოჩამოთვლილის გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებს უნდა აცნობოს, რომ მათი ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევა და საქართველოში დაავადების გავრცელების შემთხვევაში დამატებითი რეგულაციები ამოქმედდება.

ყველა ახალი ამბავი
0